დღეს მოსკოვში ოპოზიციის მორიგი აქცია ჩატარდება.
დღეს მოსკოვში, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ დედაქალაქის სათათბიროს არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას.
წინა ორი აქციის დროს, 27 ივლისს და 3 აგვისტოს, რომლებზეც ხელისუფლებას ნებართვა არ ჰქონდა გაცემული, შესაბამისად 1373 და 1001 ადამიანი დააკავეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. არიან დაპატიმრებულები როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე ადმინისტრაციული წესითაც.