აზერბაიჯანული სპეცსამსახურები სომეხი სამხედროებისგან ინფორმაციის მიღებას სოც.ქსელით ცდილობენ

0
სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათი მხრიდან განხორციელებული ინტერნეტ-მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ, სოციალური ქსელების გამოყენებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობები. როგორც სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აზერბაიჯანის სპეცსამსახურის ოფიცრებს საერთო, „მარტივი ხელწერა“ გააჩნიათ ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში. კონკრეტული პიროვნებები სომხური ყალბი სახელი-გვარით რეგისტრირდებიან სოციალურ ქსელებში და როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ბიზნესმენი-მეცენატები, ან შეიარაღებული ძალების ყოფილი თანამშრომლები, ისე ეცნობიან სომხეთის თავდაცვის უწყების სამხედრო მოსამსახურეებს ან/და მათი ოჯახის წევრებს და ცდილობენ მათგან სამხედრო ხასიათის ინფორმაცია მიიღონ. სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ძირითად შემთხვევაში საწყის ეტაპზევე ხდება მსგავსი ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, მაგრამ შეიარაღებული ძალების რიგებში კვლავ არიან ცალკეული სამხედროები, მათ შორის სამეთაურო რგოლიდანაც, რომლებიც „გულუბრყვილოდ“ თვლიან, რომ სოციალურ ქსელში ყოფილ „თანამოაზრეებს, ან დაქვემდებარებულებს ესაუბრებიან“ და მათ სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს აცნობენ. სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთ მსგავსი ფაქტი იქნა გამოვლენილი, როდესაც აზერბაიჯანის სპეცსამსახურის ოფიცერმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ყალბი ანგარიში შექმნა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანთან კავშირი დაამყარა და მისგან სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. აქვე, სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ მოქალაქეებს (სამხედროებს) მოუწოდებს თავი შეიკავონ (დაუდგენელ) უცნობ მომხმარებლებთან კომუნიკაციისგან სოციალურ ქსელებში და არ განიხილონ მათთან სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული თემები. ხოლო ისინი, ვინც მსგავსს მდგომარეობაში ჩავარდებიან, დროულად ჩააყენონ საქმის კურსში უსაფრთხოების სამსახური. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia
#Azerbaijan
#conflict
#security
#service
#fake
#accounts
#social
#network
#interworld
________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0