5 ყველაზე ლამაზი ადგილი ქუთაისში და მის გარშემო

0

მოწამეთას მონასტერი

მოწამეთას ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს ქუთაისის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამეთაში. ტაძარში საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.

ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის მარშრუტი, მეტად საინტერესოა ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის. ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.

წყალტუბო

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კურორტია. ცნობილია მიწისქვეშა ცხელი სამკურნალო წყლებით, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებას. სამკურნალო წყლებს იყენებენ პრევენციისა და ზოგადი გაუმჯობესებისათვისაც და მას უწოდებენ "სიცოცხლის წყალს". წყაროების პარკი - სამკურნალო წყლების პარკი, სადაც მოწყობილია აბანოები, არის ბავშვთა გასართობი ცენტრი, წიწვოვანი ტყე და სასიამოვნო გარემო, სადაც შეძლებთ მკურნალობას, დასვენებას და გაჯანსაღებას.

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე - საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, მეფეთა ციხე-დარბაზი. ყველაზე ძველი ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნისაა, ნაწილი კი XII საუკუნისა. აქ ნახავთ მეფეთა სასახლის ნაშთებს, სადაც შემორჩენილია მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც აღწერს იმდროინდელ ყოფა-ცხოვრებას. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საპიკნიკე ადგილები, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მშვენიერი ხედებით დატკბეთ.

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი

საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მახლობლად მდებარეობს. ოკაცეს ჩანჩქერამდე მისვლა მარკირებული ბილიკითაა შესაძლებელი.
________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#ბუნება
#kutaisidaily
0