17 votes
0 comments
0 shares
Save
14 views
Edisher Chokoraia
Tbilisi · 11 months ago

ევროპელები ვართ შეგნებით )))


Edisher Chokoraia
Tbilisi · 11 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
"გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს"- აეროპორტის თანამშრომელი წერილს აქვეყნებს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ წერს. ანდრო კიკაბიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: "რაც არუნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით, რომელსაც ყოვედლღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებულნი. ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს, რა ხდება. ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა: -იტყუება საზღვარზე თავისი მოგზაურობის ისტორიას - იტყუება სიმპტომებს და დალევენ სიცხის დამწევებს (დალიე აბა რაუნდაქნა სიცხიანი ხომ არ იმგზავრებ, მარა რომ ჩამოხვალ თქვი!) -ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან (და რა თქმა უნდა აეროპორტიდანვე რესტორანში წავა და იბლატავებს როგორ მოატყუა მესაზღვრე და ექიმი) - პანიკებში ვარდება როგორც კი კარანტინს უხსენებ, წივის, კივის, ბლატაობს, იფარჩხება და ა. შ. - გორში ან შორეულ ქალაქებში წასვლაზე უარს ამბობენ, თბილისში უნდა კარანტინში (თითქოს დიდი მნიშვნელობა ქონდეს კარანტინში სად იქნები, მაინც ცხვირს ვერ გაყოფ გარეთ) შეიგნეთ რომ ამ პატარა ქვეყანაში არ გვაქვს ფუფუნება რომ ყველა თავის ქალაქში იყოს კარანტინში. -უზრდელობა, უპატივცემულობა, შეუგნებლობა, პრეტენზიები პოლიციელების, ოფიცრების და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათი ამ საშიშროებას თვალებში უყურებენ, ოჯახებში იმის შიშით მიდიან რომ, შვილს, ცოლს და დედას შეიძლება ვირუსი გადადონ, იმიტომ რომ უამრავ შეუგნებელთან ლაპარაკისას შეიძლებოდა გადადებოდა და არც იცის. -"6 საათია გზაში ვარ 3 საათი ვერ დავიცდი სპეციალურ კარავში ან ზონაში რომ სპეციალურმა დეზინფექცირებულმა ტრანსპორტმა კარანტინში გადამიყვანოს, ეს რა უბედურებაა რა მომსახურეობაა, არანაირი კომფორტი" (რა კომფორტი!!!! გეგონება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იყვნენ და სახელმწიფოს სერვისს უწუნებენ საყოველთაო პანდემიის დროს, როცა ყველაფერი წამიერად იცვლება მთელს მსოფლიოში და ჩენც ამაზე ვართ დამოკიდებულები) ამ დროს მესაზღვრეები და თანამშრომლები 48 საათის უძინარები ფეხზე დგანან და მისნაირ ქვეყნის მტერს უძლებენ ყოველ 2 წუთში, 5-ს ერთად. - რო ვნერვიულობ სიცხე მიწევს - მე სულ 37.5 მაქვს სიცხე - იტალიაში რა მინდოდა, არ ვყოფილვარ, კიევიდან მოვფრინავ (Facebook-ზე 4 დღის წინ სურათი აქვს დადებული კოლიზეუმთან) - არავის შევხებივარ იტალიაში, სულ სახლში ვიყავი და სახლშიც კი პირბადე მეკეთა.... - არანაირი პატივისცემა ფორმის, ასაკის, სქესის, სტატუსის, ზრდილობის! არაფრის მიმართ! ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ასეთ რაღაცეებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ, ჩემი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენი მომავლის ინტელექტუალური მარაგია! გთხოვთ ყველას ვინც ამას კითხულობთ! მსოფლიო პანდემია არის მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისთვის და ყველაზე მეტად ჩვენნაირი პატარა და სუსტი ქვეყნები დაზარალდებიან. გამოიჩინეთ ის სანაქებო ქართული გვერდშიდგომა და 2 კვირა მოუფრთხილდით საკუთარ თავებს, რომ სხვებიც უსაფრთხოდ იყვნენ!!! მესაზღვრეები, მებაჟეები, ექიმები და ყველა სხვა თანამშრომელი, ყველანაირ ადამიანურ ლიმიტს არიან გამცდარები თავიანთი მუშაობით! საკმაოდ დიდი თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი რიგითისგან ვერ გაარჩევთ ისეთი მონდომებით და პატრიოტიზმით მუშაობენ და ისეთ საქმეებს აკეთებენ! წარმოუდგენელ გამძლეობას და მონდომებას იჩენენ და დაუფასეთ! პატივი ეცით რასაც გეუბნებიან, დაემორჩილეთ და არაფერი გვემუქრება. 25 ინფიცირებული როა დღეს და არა 25 000 ისევ ამ სიმკაცრის, ქვეყნის და ამ თანამშრომლების დამსახურებაა, უბრალოდ იცოდეთ მათაც აქვთ ზღვარი სადაც გადაიწვებიან, გული აუცრუვდებათ იმათზე ვინც უნდა დაიცვან და მერე აღარაფერი გიშველით. არც ის ხელფასი და არც ის წოდება არ ღირს იმად რასაც ეს ხალხი უძლებს და უყურებს, მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყანა და საკუთარი ხალხი უყვართ! 23 წლის ლაწირაკი რო თვალების ქაჩვით 60 წლის ოფიცერს უყვირის, მაშინ როცა ის კაცი ქვეყანას იცავს და ისევ მასზე და მის ოჯახზე ზრუნავს, არანაირ მორალში და შეგნებაში არ ჯდება! დაუდექით გვერდში ერთმანეთს, არაა დღეს პრეტენზიების და შეუგნებლობის დრო! გააკეთეთ ის რასაც გეუბნებიან თუარადა დავადგებით იტალიის, ირანის და სხვა ეპიდაფეთქების პირას მყოფი ქვეყნების გზას! გადავშენდებით, ან კაი ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით. გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!"- წერს აეროპორტის თანამშრომელი.#stopcovid19 #georgia #covid19
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
როდის გაიხსნება ამერიკა შენგენის ზონის მოქალაქეებისთვის
აშშ შენგენის ზონიდან მომავალი მგზავრების მიღებას უახლოეს ხანში არ დაიწყებს,- ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ გააკეთა. „ჩვენ ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით გრაფიკი არ გვაქვს. პრეზიდენტის მთავარი სადარდებელი არის ამერიკელი ხალხის დაცვა. მოგზაურობაზე შეზღუდვამ ამერიკელების სიცოცლხე გადაარჩინა“, – განაცხადა მაკენანიმ. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპმა შენგენის ზონიდან მოგზაურების მიღებაზე შეზღუდვა 30 დღით დააწესა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს აკრძალავა ძალაში დარჩება, ვიდრე ევროპაში ვითარება არ გამოსწორდება. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატები და ევროპელები, ვისაც აშშ-ში მუშაობის უფლება აქვთ.
ხუთი თერთმეტი
Tbilisi · 1 month ago
ბელგიის კოლონია
ამ სურათზე 1955 წელია ..... ბელგიის კოლონია აფრიკაში. აი ასე (ერთობოდნენ) სულ რაღაც 70 - 80 წლის წინ ევროპელები
Primetime
Tbilisi · 3 months ago
სურგულაძე – ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ
უხილავ მტერს ვებრძვით, რომლის წინააღმდეგ ჯერ ვაქცინა არ არსებობს და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება, სახლში დარჩენა, – ამის შესახებ ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე Facebook-ზე წერს. „მსოფლიო საშიშ ვირუსს ებრძვის, არ დარჩა ადამიანი, ვინც ამაზე არ ფიქრობს, ძირითადად მაღალი სამოქალაქო შეგნებით, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც საფრთხეს რეალურად არ აღიქვამს და თავად ხდება სხვებისთვის საფრთხე. ახლაც ყველაზე მეტი იმედით, მილიონობით ადამიანი იმედით შესცქერის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ ამ სფეროშიც გამორჩეული პროფესიონალები გვყავს და განსაკუთრებულად გვეიმედებიან, ბევრ მადლობას იმსახურებენ და დიდ დაფასებას თუნდაც იმით, რომ საკუთარ თავს გავუფრთხილდეთ და ამით შევუმსუბუქოთ ტვირთი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად აწევთ. ვფიქრობ, მადლობას იმსახურებს ჩვენი მთავრობა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი, რომლებიც კოორდინირებულად ყოველდღიურად მგონი მართლა შეუძლებელს აკეთებენ და მაქსიმალურად გვიცავენ. მე ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი, ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვაწუხებს, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ამ გამოწვევას, ქართველი ექიმების შრომით და მიღწევებით აღფრთოვანებულები არიან. მადლობა ჩვენს სამართალდამცველებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას, ვინც ახლა ჩვენთვის იბრძვის და ძალ-ღონეს არ იშურებს. მთელი მსოფლიო მტკივა ახლა, განსაკუთრებით საქართველოსთან ერთად იტალია, სადაც ასეთი რთული სიტუაციაა და როცა ამას ვაცნობიერებ, მერე უფრო მეტად ვხდები საქართველომ აქამდე რამდენი შეძლო. ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, ჩვენს მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ სახლში, შევამციროთ რისკები, მეტი საშუალება მივცეთ მათ, ვისაც ეს ეხება და გამოსდის, სიტუაცია უკეთესად მართონ, დავეხმაროთ ჩვენი სიფრთხილით მათთაც და პირველ რიგში, საკუთარ თავს, ახლობლებს, მშობლებს, ოჯახებს, მეგობრებს… საქართველომ ბევრი გადაიტანა უახლოეს წარსულში, მათ შორის ორი ომი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანად მოქმედება, იმიტომ, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, რომლის წინააღმდეგ ჯერ ვაქცინა არ არსებობს და მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება – სახლში დარჩენა და ერთმანეთზე ზრუნვა. ესეც გაივლის, ამასაც გავუმკლავდებით თუ ერთად ვიქნებით“-წერს ნინო სურგულაძე. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
ლადო კახაძის განცხადებით, შესაძლო ინფიცირებულობის დამალვა ,,სამედიცინო ტერორიზმის“ ანალოგია
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ექიმ ვლადიმერ კახაძის განცხადებით, თუ ადამიანები შეგნებულად დამალავენ შესაძლო ინფიცირებას, ეს იქნება ,,სამედიცინო ტერორიზმი”, რომელიც გასცდება ყოველგვარ მორალურ ჩარჩოს. ,,თუ ეს შეგნებით ხდება, ცუდია, ეს იქნება „სამედიცინო ტერორიზმი“. არიან შაჰიდები, რომლებიც თავის თავს იფექთებენ, კლავენ ადამიანებს, ეს ამის ანალოგია იქნება. თუ შენ იცი და შეგნებულად აკეთებ ამას, ეს არის გასვლა მორალური ჩარჩოდან, ვერ წარმომიდგენია, რომ დედამიწაზე ასეთი ადამიანები არსებობენ. მეორე ვარიანტი არის უნებლიე და ასეთ დროს არის მოხმობა იმ ძალისხმევის, რასაც აკეთებ, რომ ინფორმაცია ყველას ყურამდე მივიტანოთ“,- განაცხადა კახაძემ.#კორონავირუსი #ლადოკახაძე #ინფიცირებული #დარჩისახლში #tbilisidaily
Edisher Chokoraia
Tbilisi · 1 year ago
GOT-ის და ჩერნობილის შემდეგ რას შეიძლება ჩაუჯდეს კაცი???
Edisher Chokoraia
Tbilisi · 11 months ago
რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
Edisher Chokoraia
Tbilisi · 1 year ago
100 მეტრში ორი საფეხმავლო შუქნიშანი და პლიუს ხიდი, მაგრამ მაინც ყველა სადაც უნდა და როცა უნდა კვეთს გზას. მგონი დროა ფეხით მოსიარულებსაც მიხედონ )))
ზაზა მიქელაძე
Batumi · 2 months ago
-რაო? განა ქართველები აზიელები არა ხართ? -არასოდეს. -მაშ უკადრისობთ აზიელობას? -სრულიადაც არა. მაგრამ ჩვენი საუკეთესო სისხლი აზიელებს შევანთხიეთ. მუდამ შაჰების და ცეზარების, სულთანების და იმპერატორებს შორის ვიდექით. ხან ერთს ვეკვეთებოდით, ხან მეორეს. მიტომაც ორლესული სატევარი ჰკიდია ყოველ ქართველს. -მაშ ევროპელები? -არც ეგ... საქართველო მესამე იქნება.. " "დიონისოს ღიმილი". კონსტანტინე გამსახურდია.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
ქცევები, რომლებიც პროვინციალიზმს უსვამს ხაზს
უწინ, საერთოდ არ წარმოადგენდა სირთულეს, რომ დიდ ჯგუფად შეკრებილი ხალხიდან დიდგვაროვანი სისხლის წარმომადგენელი გოგონები - უბრალო ოჯახის გოგონებისგან გამოგერჩიათ. მიზეზი ამისა, ძალზედ მარტივი იყო. არსებობდა გარკვეული ეტიკეტის წესები, რომლითაც ზრდიდნენ თაობებს მაღალი წოდების წარმომადგენელი ოჯახები და მათი შვილებიც ზუსტი დაცვით ასრულებდნენ და არ არღვევდნენ ამ წესებს. მაგრამ, თანამედროვე საზოგადოებაში ყველა ეს ასპექტი ბუნდოვანია და ქცევის წესებმაც განიცადა ცვლილება. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება გამოგარჩევთ და წარმოგაჩენთ ნამდვილ ქალბატონად. 1. არასოდეს მიაწოდოთ თქვენი ხელჩანთა მამაკაცს. ნამდვილი ქალბატონი არასოდეს დაავალდებულებს მამაკაცს, რომ მისი ხელჩანთა ატაროს, ის თავად გაართმევს თავს ისე, რომ მისგან თავადაც არ შეწუხდება. ჩანთა მიეკუთვნება პირადი ნივთების კატეგორიას, რომელთან შეხებაც ეტიკეტის წესების შესაბამისად, მხოლოდ მეპატრონეს შეუძლია. თუ თქვენ ჩანთას ანდობთ მამაკაცს, ეს საზოგადოებაში გასცემს ფაქტს, რომ მასთან ღრმა ურთიერთობაში ხართ და თქვენთვის ნდობით აღჭურვილი პირია. 2. სკამის საზურგეს არასოდეს მიეყრდნოთ. როდესაც ქალბატონი ჯდება მაგიდასთან სავარძელზე (სკამზე), ის აუცილებლად უნდა მოთავსდეს მის ცენტრში ისე, რომ გამართული ზურგით იჯდეს და არ მიეყრდნოს საზურგეს. მსგავსი ჯდომა ცნობილია როგორც "ჰერცოგინია". 3. მაკიაჟის წესების დაცვა.მუქი ჩრდილები და წითელი ტუჩსაცხის კომბინაციას ვერასდროს ნახავთ ნამდვილი ქალბატონის სახეზე. ერთიც და მეორეც დასაშვებია, მხოლოდ გარკვეული და შესაბამისი ტონების შემთხვევაში. აუცილებლად ერთი კონკრეტული ვიზუალი უნდა შეირჩეს. 4. პატივი ეცით საკუთარ დროსა და თავს.თუ თქვენთან სტუმრები გაფრთხილების გარეშე მოდიან, სრულიად მისაღებია მათ სააბაზანოში ან "ხალათში" დახვდეთ. ასევე, ექსპერტები გვირჩევენ ერთ ხრიკს, რომელსაც ბრიტანელი ქალბატონი იყენებდა ხოლმე: როდესაც დაუპატიჟებელი სტუმარი თქვენი კარის ზღურბლთან გამოჩნდება, ჩაიცვით საგარეო ფეხსაცმელი და დაიხურეთ ქუდი, აიღეთ ქოლგა, თუ გარეთ მისი აუცილებლობაა (ის ქალბატონი ასე იქცეოდა) და თუ კართან სასიამოვნო სტუმრები აღმოჩნდებოდნენ, ამობბდა " აჰ, რა სასიამოვნოა, ამ წამს დავრბუნდი"; ხოლო თუ არასასიამოვნო სტუმარი იყო, მაშინ "უჰ, რა სამწუხაროა, ახლა ვაპირებდი გასვლას". 5. არ იდგეთ დოინჯით.გასაგებია, რომ ზოგჯერ ვართ ისეთ სიატუაციაში, რომ არ ვიცით ხელებს რა მოვუხერხოთ და გვიწევს მსგავს პოზიციაში ყოფნა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ქალს დოინჯი, ყველაზე მეტად არ უხდება. უმჯობესია თუ ხელებს ჩამოწევთ ერთად და მუცლის მოპირდაპირედ დაიჭერთ, ასე უფრო დააკმაყოფილებთ ეტიკეტის წესებს და ვიზუალურადაც უფრო ქალური იქნებით. 6. არ მოიხედოთ შეძახილებზე, თუ თქვენ არ მოგმართავენ სახელით.კულტურული ქალბატონი არასოდეს მოიხედება ქუჩაში შეძახილზე - "ჰეი"! ეს არის ვულგარული შეძახილი და უცნობი პირის მიმართ მიმართვის უპიროვნო ფორმა, რაც ეტიკეტს სრულიად ეწინააღმდეგება. თუ უცხოსთან მიმართვა გსურთ, უმჯობესია გამოიყენოთ სიტყვები " უკაცრავად", " მაპატიეთ" და ა, შ...