შსს-მ მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება გამოაცხადა.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ, საჭირო ინფორმაცია მიიღონ მათ ტერიტორიაზე მოქმედ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ მასთან.