ჯგუფ "შინის" სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი მელანომა გახდა, რომელმაც, როგორც ირკვევა, მოულოდნელად იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ტრაგიკული შემთხვევა გერმანიაში მოხდა.
ღაღანიძე "შინის" კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ემოციური და საინტერესო წევრი იყო. ის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საქართველოდან 90-იანი წლების შუა ხანებში წავიდა და გერმანიაში ცხოვრობდა. ჰყავს მეუღლე და შვილები.