6 votes
5 comments
35 shares
Save
ირანის ბირთვულ ობიექტებზე მომხდარი ინციდენტები - სავარაუდო კვალი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
4140 reads
Interworld
Tbilisi · 3 weeks ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანზე შეტევების განსახორციელებლად, საკუთარი საჰაერო სივრცე უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს - ისრაელს, ან შეერთებულ შტატებს დაუთმეს.

„გავრცელებული ცნობები იმაზე, რომ თითქოს რუსულმა ე.წ. Container-ის სარადარო სისტემამ, ირანზე თავდასხმის დროს, აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი საფრენი აპარატები დააფიქსირა, არის აბსოლუტური სიცრუე.

ასეთი ინფორმაციის გავრცელება ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობების დაზიანებას ისახავს მიზნად და აღნიშნული „პრო-სომხური ძალების“ მიერ არის ინიცირებული“, - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ორშაბათს, 6 ივლისს.

აზერბაიჯანულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალურ ბაქოს არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი ირანის ინტერესების წინააღმდეგ და აღნიშნულს არც მომავალში გააკეთებს.

აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი საფრენი აპარატების გამოვლენის თაობაზე ინფორმაცია ნაკლებად ცნობილმა რუსულმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა Avia-Pro news-მა გაავრცელა.

ორშაბათს, 6 ივლისს, სააგენტომ დაწერა, რომ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული შეტევის „მონაწილე თვითმფრინავები“ რუსულმა სარადარო სისტემამ დააფიქსირა.

ბოლო დღეების მანძილზე, ირანის ორ მნიშვნელოვან სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე - თეირანის აღმოსავლეთით მდებარე Khojir-ზე და ისფაჰანის პროვინციაში არსებულ Natanz-ზე აფეთქებები მოხდა.

ოფიციალური თეირანის განცხადებით, პირველ შემთხვევაში აფეთქება, იქვე მდებარე ბუნებრივი აირის რეზერვუარზე მოხდა, ხოლო Natanz-ის შემთხვევაში, უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებენ.

საკითხის სპეციალისტთა ვარაუდით, განხორციელებული შეტევების უკან სავარაუდოდ ისრაელი დგას. ამ თემასთან დაკავშირებით, ოფიციალურ თელ-ავივს დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია. ზოგადად, მათ არც დაადასტურეს და არც უარყვეს ინფორმაცია ამ ინციდენტში მონაწილეობაზე.

ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელებაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ „პრო-სომხური ძალები“ დაადანაშაულა, კავშირშია სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებასთან - ამ ორ სახელმწიფოს, უკვე 3 ათწლეულია ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი აქვთ მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო.

ზოგადად, ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის ხელისუფლებაში ყოფნისას დაიძაბა, მაგრამ ჰასან რუჰანის გაპრეზიდენტების შემდეგ, მათ შორის კავშირები დასტაბილურდა და დღემდე, ეს ორი სახელმწიფო არაერთ საერთო პროექტს ახორციელებს.

2014 წლის აგვისტოში, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ (IRGC) განაცხადეს, რომ მათ ისრაელის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც Natanz-ის ბირთვულ ზონაში შეღწევას ცდილობდა. იმ დროსაც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ უარყო პრეტენზიები, ზემოხსენებული დრონის მათი საჰაერო სივრციდან სავარაუდო მოქმედების თაობაზე.

ამასთან, ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე მომხდარი ინციდენტებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ირანის შეიარაღებული ძალების გენ-შტაბის უფროსის მოადგილემ მასუდ ჯაზაიერიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ისრაელის კუთვნილი საფრენი აპარატი“ მათ ჩრდილოეთ საზღვრებთან მდებარე ქვეყნის ტერიტორიიდან აფრინდა და ამ ქვეყნის სახელის გასაჯაროებით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ ეს სახელმწიფო საპასუხო საკომპენსაციო მოქმედებებს არ მიიღებდა.

აქვე, ირანის ხელისუფლებამ ხანძრის შედეგად დაზიანებული Natanz-ის ბირთვული ობიექტის შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო.

„ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ (AEOI) წარმომადგენლის ბეჰრუზ კამალვანდის განცხადებით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი განიცადეს.

მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.

#Iran #Azerbaijan #Israel #USA #Armenia #nuclear #military #facility #incident #interworld

________________

თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.

Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.

აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com

#ახალიამბები #პოლიტიკა
Interworld
Tbilisi · 3 weeks ago
6
Write a comment
35