0
ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის ერთ-ერთ პარკში შეიკრიბნენ და ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. მათმა ნაწილმა პოლიციელების მიმართ ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლა, რასაც სამართალდამცავების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.
0