კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი და "ვარდების რევოლუცია"

0
ტარიელ ონიანი 1952 წლის 2 ივნისს ტყიბულის მაღაროელის ოჯახში დაბადა. მამამისი ტრაგიკულად, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა, როგორც აცხადებენ, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ონიანი საგვარეულო საქმიანობას არ გაჰყვა. 17 წლის ასაკში იგი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. საერთო ჯამში იგი რვაჯერ მოხვდა გამოსასწორებელ კოლონიაში. თუ გაზეთ „კომერსანტს“ დავეყრდნობით, 1980-იან წლებში ონიანი მოსკოვის ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად მიიჩნეოდა. 1990-იანებში გადავიდა პარიზში, შემდეგ ესპანეთში, სადაც მშნებლობის ბიზნესით იყო დაკავებული. 2005 წელს ესპანელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა განახორციელეს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია ევროპაში. 400-ზე მეტმა პოლიციელმა ჯავშანტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით განახორციელა დაახლოებით 50-მდე ჩხრეკვა ბარსელონაში, ალიკანტეში, მარბელიაში, ფუენხიროლაში, ბენალმადენასა და ტორემოლინოსში, სადაც განთავსებული იყო ონიანის ობიექტები. ონიანმა მიმალავა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მისი 12 წლის ქალიშვილის დაკავება შეძლო. 2006 წლის აპრილში ონიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და დასახლდა მოსკოვში. 2008 წლის ივლისში პოლიციამ დააკავა 50 კრიმინალური ავტორიტეტი, რომელთა შორის 39 იყო „კანონიერი ქურდი“. მედიაში გავრცელებული ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ ქართველი კანონიერი ქურდებიც. 2009 წლის 11 ივნისს ონიანი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით დააკავეს. კრიმინალი გათავისუფლების სანაცვლოდ მზად იყო გადაეხადა 15 მილიონი რუბლი, მაგრამ სასამართლომ იგი პატიმრობაში დატოვა. ამბობენ, რომ ონიანის ციხეში ჩარჩენა სააკაშვილის ინტერესებში იყო. მეორე მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ტარიელ ონიანთან. ბევრი ფიქრობს, რომ "ვარდების რევოლუცია" სწორედ მისი დახმარებით მოხდა, რადგან იმ პერიოდში პარტიას როგორც ფინანსურად, ასევე მხარდამჭერებითაც სწორედ ტარიელ ონიანი ამარაგებდა, თუმცა შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა "კრიმინალთან მებრძოლის" სტატუსი მიიღო ქვეყნიდან გააქცია ავტორიტეტი, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურად დარჩენილიყო. აქვე, წარმოგიდგენთ ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის მიერ მოძიებულ ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით, "შალიკიანმა ნაციონალების ერთ-ერთ დამფინანსებლად ტარიელ ონიანი გამოაცხადა. იმ პერიოდში მე, ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი, საკუთარ ინფორმატორებზე დაყრდნობით დეტალურად ვწერდი, როგორ გაურჩიეს ტარიელ ონიანს კანონიერმა ქურდებმა საქმე და როგორ ჩაარტყეს მას. არაქურდად მოსმული ონიანი კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ კანონიერი ქურდი იყო და მისივე ნებართვით, ხელდასხმითა და ხელშეწყობით გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც აღბეჭდილია რუსეთის შსს-ს შენობის დერეფანში მოსიარულე ონიანი, რომელსაც ეკითხებიან _ ვინა ხარ? ის პასუხობს _ კანონიერი ქურდი! ეს ხდება იმ დროს, როცა ონიანს უკვე ჩაარტყეს და არაქურდად მოსვეს. ამის შემდეგ, ონიანს, რომელსაც “სხადნიაკზე” აწ გარდაცვლილმა კანონიერმა ქურდმა იაპონჩიკმა ერთ-ერთ ბრალდებად პოლიტიკაში გარევა, ბადრი პატარკაციშვილის დასმენა და რამდენიმე კანონიერი ქურდის ჩაშვება წაუყენა (რაზედაც, სხვათა შორის, ონიანს საპირისპირო გამაბათილებელი არგუმენტები არ ჰქონდა), რამდენჯერმე აპატიმრებენ, “პარსავენ”, ფულს ახევენ და ისევ უშვებენ. საბოლოოდ ონიანი მაინც დააპატიმრეს და ახლა ის ციხეში ზის. როცა საქართველოში გასკდა ამბავი ონიანის ნაციონალებთან კონტაქტის შესახებ, სააკაშვილმა ვერის ბაღთან კანონიერი ქურდების სურათები (პლაკატი) გამოფინა, სადაც ონიანის სურათიც იყო ჩასმული. ამ პლაკატმა ზუსტად ერთი დღე “იცოცხლა”, ვიღაცამ დაწვა და დღემდე არაა ცნობილი, დაიწყო თუ არა პოლიციამ ამ ფაქტის გამოძიება. რეალობა ერთია _ პლაკატი იმ დღის შემდეგ არავის უნახავს! სააკაშვილის იდეამ _ მე ყველა კანონიერი ქურდის წინააღმდეგი ვარ, _ მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა და ისე გარდაიცვალა, მეორედ მისი განმეორების სურვილი არავის გასჩენია." 2010 წლის 19 ივლისს ონიანს სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, ონიანის სასამართლო პროცესი კანონის დარღვევით ჩატარდა. 2010 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში ტვერსკის ქუჩაზე განხორციელდა თავდასხმა კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანზე. გავრცელებული ინცფორმაციით უსოიანზე თავდასხმა ონიანმა დაგეგმა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ონიანი მონაწილეობდა „იაპონჩიკის“ მეტსახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობაში. 2011 წლის მარტში ესპანეთის მთავრობის თხოვნით, ონიანი ექსტრადირებული იქნა რუსეთიდან ესპანეთში. 2013 წლის 16 იანვარს მოსკოვის ცენტრში მოკლული იქნა კანონიერი ქურდი ასლან უსოიანი. მაშინ როდესაც უსოიანი რესტორან „ძველი ფაეტონიდან“ გამოდიოდა, დაქირავებულმა მკვლელმა მისი მისამართით As Val-ის ტიპის ავტომატიდან გაისროლა. პოლიტიკა სახელმწიფო კრიმინალი რევოლუცია
0