0
ადგილობრივებმა სვანური კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით უშგულის შესასვლელი გადაკეტეს. "სამწუხაროდ, უშგულში, ორი წლის უკან მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის წინ. უშგულში, საგანგაშო მდგომარეობაში არის კოშკების და მაჩუბების 90%, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ. თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რის გამოც ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში", — წერს ერთ-ერთი ადგილობრივი მარიამ ხაჭვანი ფეისბუქზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მისულები არიან.
0