ბუნებას აქაურობისთვის მადლიანი კალთა უხვად დაუმწყალობებია...

0
გუშინწინ , სუსხამ დილით, 08:00 საათზე, კლასელები სოფლის (ჯგალი) ცენტრში შევიკრიბეთ , სურსათ-სანოვაგით დავიხუნძლეთ ზურგჩანთები და გავუყევით კურორტ სქურისკენ მიმავალ გზას... ლაშქრობების მოყვარულები ყოველთვის ვიყავით, მაგრამ აბიტურიენტობის და ზოგადად დროის უქონლობის გამო დიდად ვერ დავლაშქრეთ შემოგარენი. ჯგალიდან სქურამდე 7 კილომეტრის სავალია. დილიდანვე ტემპერატურად 32°-ს მიაღწია. ძალიან ცხელოდა, მაგრამ ჩვენც არ დავაყოვნეთ და ნაბიჯებს მოვუმატეთ. დაახლოებით ორ საათ ნახევარში ჩავედით. გზად ვჩერდებოდით, ფოტოებს ვიღებდით, ვისვენებდით. მიუხედავად იმისა , რომ სრული შემადგენლობით ვერ მოვახერხეთ წასვლა - არაჩვეულებრივი განწყობა გვქონდა. მდ.წისქვილარა ჩვეულებისამებრ მაცივრის წყალივით გაყინული იყო, მაგრამ მაინც ულამაზესი. საპიკნიკოდ ლამაზი, მყუდრო ადგილი შევარჩიერთ. ყველაზე დიდი ხის ქვეშ, სადაც ლოგიკურია კარგი ჩრდილი იყო დ; იქ ჯოკერიც ვითამაშეთ, დედების გამომცხვარი ტკბილეულებიც მივირთვის. შეპიწკინებული მეგრული ხაჭაპურებით აივსო ჩვენი სუფრა... როგორც უკვე ვახსენე წისქვილარა ძალზედ გაყინული იყო, მაგრამ მაინც მოგვიწია ერთმანეთის ძალით ჩაგდება, ყვინთაონა და ამბები. ძალიან კარგი იყო, ძალიან! მე ბევრს არ გავაგრძელებ, უბრალოდ დაპირებულ ვიდეოს გიტვირთავთ და ვიდეოსთან ერთად , რა თქმა უნდა , ძალიან დიდი ემოციას გიზიარებთ. @
Skuri
#სპორტი
#კულინარია
#მოგზაურობა
#ჯანსაღიცხოვრება
#ახალიამბები
0