კომუნიკაციების კომისია: კანონში ცვლილებების პროექტი მაუწყებლებს და მედიას არ ეხება

0
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებების პროექტი რაიმე კავშირშია მედიასა და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. როგორც კომისიაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შედის და არ ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს: „აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკური რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს“, - აცხადებენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურში. აღნიშნული განმარტებით, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილების თანმდევი დაზუსტების სახით შედის. „აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან“, - განმარტავენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურში. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ექნება, სპეციალური მმართველი დანიშნოს, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორ კომპანიაში, ასევე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელში. საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტით, რომლის ავტორებიც არიან მთავრობის ადმინისტრაცია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განსაზღვრულია, რა შემთხვევაში შეუძლია კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა. მედიის სფეროს წარმომადგენლებისა და იურისტების შეფასებით, კანონპროექტის მიზანი არის მაუწყებელთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30711695.html
#ახალი_ამბები
#twitter
0