სახლიდან წამოღებული სკამი პარკში დასასვენებლად - მოქალაქის ორწლიანი პროტესტი

0
უკვე ორი წელია, რაც "ახალი საქართველოს" მარნეულის ოფისის ხელმძღვანელი ფუად გახრამანოვი მერიისაგან ჯავახიშვილის პარკში სკამების დადგმას ითხოვს. ზუსტად ორი წლის წინ, 2018 წლის 6 ივლისს, რადიო „მარნეულმა“ მოამზადა მასალა, სადაც გახრამანოვი მერიისაგან პარკში სკამების დადგმას ითხოვდა. მაშინ, ისევე როგორც ახლა, გახრამანოვი პარკში საკუთარი სკმაით მოვიდა. ფუადმა მარნეულის მერიას ოფიციალური წერილითაც მიმართა, სადაც ჯავახიშვილის პარკის კეთილმოწყობას ითხოვდა. "წერილზე პასუხად მომწერეს, რომ პარკთან შენდება ახალი ბინა და მათ დაევალებათ პარკის რეაბილიტაცია. იქნებ, ეს კორპუსი 10 წელში აშენდება. ათი წელი ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს ეს პარკი? სად უნდა დაჯდნენ ადამიანები? ფანტანიც არ მუშაობს, ყველაფერი ცუდ მდგომარეობაშია. რაიონული ცენტრია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პარკია, აქ ასეთი მდგომარეობა არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ კვლავ მივმართავ წერილობით მერიას, ბოლომდე მივყვები ამ საკითხს, რომ პარკი გარემონტდეს“ ჯავახიშვილის პარკში წლებია არ მუშაობს ფანტანი. სკვერის ნაწილში ფილები ჩამტვრეულია, ხოლო „ამფითეატრი“ დაზიანებულია და ბავშვებისათვის სახიფათო ფილის ნამტვრევებითაა სავსე. მედიას მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტში პარკებისა და სკვერების განაშენიანებისათვის სპეციალური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში, ეტაპობრივად, ყველა პარკის მოწყობა იგეგმება. რაც შეეხება ჯავახიშვილის სახელობის პარკს, მერიაში განმარტავენ, რომ კონკრეტული პარკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად წერილობითი მიმართვაა საჭირო. ოფიციალური ინფომაციის გამოთხოვის შემდგომ, ცნობილი გახდება, თუ როდემდე იქნება ჯავახიშვილის პარკი სკამებისა და შადრევანის გარეშე. წყარო ; რადიო მარნეული
#პარკი
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
0