6 votes
0 comments
0 shares
Save
2 views
Ninya Khachiuri
Batumi · 11 months ago

ბათუმი 🌊


Ninya Khachiuri
Batumi · 11 months ago
Similar Posts
Ninya Khachiuri
Tbilisi · 1 year ago
ბათუმი
Batumi Daily
Batumi · 2 months ago
კორონავირუსის პირობებში, დროა საქართველომ ტურისტული სტრატეგია შეიცვალოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აჭარის რეგიონი და ბათუმი ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოში, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში. 2020 წლის ტურისტული პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია - კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები ტურიზმს შეამცირებს, საქართველოს ეკონომიკაში კი ამ სფეროს ძალიან დიდი წილი უკავია. თუმცა ის, რომ წელს ტურიზმის წილი შემცირდება, არ ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყო გამოყენებული. კორონავირუსი არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც აჭარის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას უშლის ხელს. 2014 წლიდან 2019 წლამდე, 16%-დან 19%-მდე გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან ტურისტთა რაოდენობა ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორებს შორის. ამავე მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქეები შემოდიოდა, თუმცა 2019 წელს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა წილი თითქმის გათანაბრდა. უფრო მეტი ადამიანი შემოდის სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და სხვა დაბალშემოსავლიანი ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან, ვიდრე უფრო განვითარებული სახელმწიფოებიდან. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელს მხოლოდ 7.3% იყო. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორები 27 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს გულისხმობს და არა - ერთი რომელიმე სახელმწიფოდან. რა არის პრობლემა? ტურიზმში, ისევე როგორც ბიზნესის სხვა სახეობებში, ქვეყნის იმიჯსა და რეკლამას დიდი მნიშვნელობა აქვს. გადამწყვეტია ასევე კონკრეტული ქალაქის, მაგალითად, ბათუმის იმიჯიც. იმის მიუხედავად, რომ სულ უფრო მეტ დასავლურ გამოცემაში იბეჭდება საქართველოს შესახებ (CNN, BBC, Vogue), ტურიზმის დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცესაა მიბმული. ეს, თავის მხრივ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბათუმი ჯერ კიდევ ის საბჭოთა ქალაქია, როგორიც ადრე იყო. ამ იმიჯის შესაცვლელად 2019 წლამდე რაიმე მიზნობრივი აქტივობა არ ჩატარებულა. კერძოდ, 2019 წლამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა რუსულ არხებზე რეკლამაში იხარჯებოდა. რუსეთის ტელევიზიები გამოირჩევიან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა დემოკრატიული ქვეყნების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებით - ხშირად პოლიტიკური დაპირისპირების გვერდით გადიოდა რეკლამა ბათუმსა ან თბილისზე, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში კარგად მღერიან, ცეკვავენ და კარგ საჭმელს აკეთებენ, ამიტომ პოლიტიკურად კი "არასწორი" ქვეყანაა საქართველო, მაგრამ რუს ტურისტებს მაინც ეპატიჟება. ასეთმა მიდგომამ ქვეყნის იმიჯი კულინარიამდე და ცეკვამდე დაიყვანა, რაც ქვეყნის კულტურის ზედმეტი გამარტივებაა. რუსული პოზიციიდან საქართველო თითქმის ორიენტალური ოცნება გახდა და არა - რეალური ქვეყანა, რეალური პრობლემებითა და რეალური, რუსეთისგან დამოუკიდებელი ისტორიით. ასეთმა მიდგომამ უფრო პრაგმატული საკითხებიც დააზარალა - რუსეთის ბევრ მოქალაქეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ტურიზმი მათი ფულით ხარობს და ქვეყანა მათი მადლიერი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ეს მოსაზრება 19%-ით სიმართლეც კი აღმოჩნდა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ზედმეტად მიეჯაჭვა რუს ტურისტებს. "რეკლამის განთავსება პირველ რიგში იმ ქვეყნებში უნდა მოხდეს, საიდანაც გვინდა ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ამასთან, მნიშვვნელოვანია ვნახოთ, ამ ქვეყნიდან შემოსული ტურისტები რამდენს ხარჯავენ. მიზნობრივ ქვეყნებში, ბუნებრივია, რეკლამა უნდა განთავსდეს, რათა მეტი ადამიანი ჩამოვიდეს" - განახადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ვერა ქობულიამ ნეტგაზეთისადმი 2019 წელს ინტერვიუს დროს, როდესაც რეკლამის განთავსებამ რუსულ არხებზე იკლო. რეკლამის შეწყვეტა დაგვიანებული, თუმცა სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. 20 ივნისის პროტესტების ფონზე Spend Your Summer in Georgia ინიციატივამ საქართველოს იმიჯის გამოსწორებას საფუძველი ჩაუყარა. თუმცა მაინც პრობლემურია, რომ ბათუმში ტურიზსმის სექტორი რუსულენოვან ტურისტებზეა მორგებული უფრო მეტად, ვიდრე ინგლისურენოვან დამსვენებელზე. კერძოდ, ქალაქში რუსულენოვანი მომსახურება იმდენად ნორმალური გახდა, რომ არა მხოლოდ სტუმარს, არამედ ადგილობრივსაც შეიძლება რუსულად მოემსახურონ. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო ამკვიდრებს სტერეოტიპს, რომ ბათუმი არა ქართული კურორტი, არამედ საბჭოთა რივიერაა. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ბათუმი "თურქების ქალაქი" კი არა, რუსულენოვანი ქალაქი გახდა. ბუნებრივია, საჭიროა ალტერნატიული ბაზრების მოძიება რუსულ მიჯაჭვულობასთან გასამკლავებლად. რუსული ბაზრის კარგი ალტერნატივა ახლო არმოსავლეთის ქვეყნებია. უკვე წლებია, დუბაი-თბილისისა და დოჰა-თბილის მიმართულებით რეგულარულადაა ხელმისაწვდომი ფრენები. საქართველო იმითაა ამ ბაზარზე მომგებიანი, რომ აღმოსავლეთის არაბულ და მუსლიმურ სახელმწიფოებთან ძალიან ახლოს მდებარეობს (მიახლოებით, 3 საათი თვითმფრინავით), მაგრამ მათგან კულტურულად მკვეთრად გამოირჩევა. ეს განსხვავებულობა კი იზიდავს აღმოსავლელ ტურისტებს. არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ყატარის ეკონომიკები კი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია მსოფლიოში. ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ როგორც წესი, ასეთი ტურისტები უფრო თბილისში ჩადიან და ბათუმის აეროპორტში პირდაპირი ფრენები არ არის. აღმოსავლეთთან უფრო ფართო მიმოსვლა, ქუთაისში ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლის მსგავსად, აჭარის ეკონომიკას გაცილებით დიდ სარგებელს მოუტანს, ვიდრე მხოლოდ თბილისში ფრენები. ხშირად, 3-4 დღით ჩამოსულ ტურისტს 5 საათი მატარებლით მგზავრობის დრო ან სურვილი არ გააჩნია. რომ შევაჯამოთ, კორონავირუსი არ არის ტურიზმის მთავარი გამოწვევა. მთავარი გამოწვევაა ქვეყნის პოზიციონირება, როგორც პოსტ-საბჭოთა "ახლო საზღვარგარეთის". აუცილებელია, ტურიზმი იყოს ორიენტირებული ევროკავშირის ქვეყნებზე და აღმოსავლეთის განვითარებულ ეკონომიკებზე. აღმოსავლეთთან მიმოსვლის დამყარებამ შესაძლოა, ქვეყანას ისეთივე სარგებელი მოუტანოს, როგორც ევროკავშირთან გაადვილებულმა მიმოსვლამ. კორონავირუსით გამოწვეული ტურისტული "შესვენება" კი კარგი დროა ახალ სტრატეგიაზე დასაფიქრებლად. #ტურიზმი #რუსეთი #აღმოსავლეთი #ბათუმი #batumidaily
Ninya Khachiuri
Tbilisi · 1 year ago
ბათუმი
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
თურქეთში დასაქმებულ ბათუმელებს კომპენსაციას არ გადაუხდიან
თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს (რომელთა დიდი ნაწილიც თურქეთში ბათუმიდან მიდის) მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ 1200-ლარიან კომპენსაციას არ გადაუხდიან. ეს იმით აიხსნება, რომ თურქეთში სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს დასაქმების ცნობის წარდგენა არ შეუძლიათ. მთავრობის გადაწყვეიტლებით კი, კომპენსაციის მისაღებად ზუსტად ასეთი ცნობაა საჭირო. კომპენსაციას ან სხვა სახის დახმარებას არც ბათუმის მერიაში ან აჭარის მთავრობაში აპირებენ, რადგან შესაბამისი პროგრამა უწყებებში არ აქვთ. 27 მაისს თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა ბათუმში აქციაც გამართეს, სადაც ითხოვდნენ სახელმწიფოსგან დახმარებას. აქცია მერიის შენობის წინ გაიმართა, თუმცა მთავრობის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია. თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა სამსახური მას შემდეგ დაკარგეს, რაც თურქეთი-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა. მთავრობა თურქეთი ბათუმი დასაქმება batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში
COVID-19 აჭარაში კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა. ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი შემთხვევა იმპორტირებულია. მეორე კი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარს უკავშირდება. 4 ივლისის მონაცემებით დღეს ბათუმში 5 ადამიანი მკურნალობს.#კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი Batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
პირველი რესპუბლიკა, აჭარის დაბრუნება და უახლესი ისტორია
ტრაპიზონის კონფერენციის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა ბათუმის საზავო მოლაპარაკება, რომელიც ორ ეტაპად ( 1918 წლის 11-26 მაისი და 31 მაისი - 4 ივნისი) გაიმართა. პირველად ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის, ხოლო მეორე ეტაპზე, ამ უკანასკნელსა და ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს შორის. კონფერენციის პირველ ეტაპზე ამიერკავკასიის საზავო დელეგაცია (თავმჯდომარე ა. ჩხენკელი) უკვე ცდილობდა მოლაპარაკებას საფუძვლად დადებოდა ბრესტის საზავო შეთანხმება. ოსმალეთი კი, ზავის ახალ პირობებს მოითხოვდა. მათ იმდენად დიდი ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდათ, რომ მისივე მოკავშირე გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის პროტესტიც გამოიწვია. შექმნილი სიტუაციიდან რეალურ გამოსავლად ითვლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის რეალიზება. საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტი ბათუმში შემუშავდა და 26 მაისს თბილისში გაფორმდა. ბათუმის საზავო კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, 1918 წლის 4 ივნისს ოსმალეთმა იარაღის მუქარით აიძულა ახალბედა საქართველოს რესპუბლიკა ბრესტის ზავით გათვალისწინებული ბათუმი, არტაანის გარდა, დაეთმო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები. ოსმალებმა სამხ. დას. საქართველოში შემოიღეს თავიანთი მმართველობა. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული ტრადიციებით გამორჩეული ბათუმის თვითმმართველობა არ გაუქმებულა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ წერტილი დაუსვა ბათუმის ოლქში ოსმალეთის ექვსთვიან საოკუპაციო რეჟიმს. 1919 წლის დასაწყისიდან ბათუმის ოლქი და ქალაქი ბათუმი წარმოადგენდა ანტანტის გამარჯვებულ სახელმწიფოთა საოკუპაციო ზონას. ინგლისის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლობამ ქ. ბათუმისა და ბათუმის ოლქის გუბერნატორად დანიშნა გენერალი კუკ კოლისი. ინგლისელებმა საწყის ეტაპზე შექმნეს სამოქალაქო მმართველობის სტრუქტურაც _ ბათუმის ოლქის მართვის საბჭო, რომელიც ძირითადად რუსული ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა კადეტი პ. მასლოვი, გამოირჩეოდა, მკვეთრი ანტიქართული ხასიათით. 1919 წლის 14 აპრილს გუბერნატორის ბრძანებით საბჭო დაშლილად გამოცხადდა. 1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. მართალია, ბოლშევიკურმა რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ დღითიდღე ცხადი ხდებოდა, რომ იგი მეზობელი ქვეყნის ხელმეორედ დასაპყრობად ემზადებოდა. 1921 წლის თებერვალს საბჭოთა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს იწყებს. ომის პირველ ეტაპზე მცირერიცხოვანმა ქართულმა არმიამ რამდენიმე გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ თებერვლის ბოლოს სასწორი მაინც დამპყრობთა მხარეს გადაიხარა და 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავა. რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოებული ბრძოლებით ისარგებლა ოსმალეთმა და მას არდაგან-ართვინი წააგლიჯა. 10 მარტს ოსმალთა ერთი ბატალიონი ხულოსა და ქედაში შევიდა, 12 მარტს კი, თურქები ბათუმშიც გამოჩნდნენ. მათი დამატებითი ძალები ქალაქში 15-16 მარტსაც შედიან. თურქული ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსიით, ისინი საქართველოდან რუსების განდევნას აპირებდნენ. თუმცა, 17 მარტს ოსმალთა ჯარმა ბათუმის ცენტრალური ფოსტა და სხვა სტრატეგიული ობიექტები დაიკავა, რითაც დადასტურდა, რომ მათი მიზანი რეგიონის ანექსია იყო. 17 მარტსვე მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია და ხელისუფლების სხვა წევრები ბათუმის პორტიდან ემიგრაციაში მიდიან. აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში უკან დახეული ქართული არმია გარდაუვალი კაპიტულაციის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, სარდლობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჯარმა სამშობლოსთვის უკანასკნელი ვალი აღასრულოს და საქართველოს ოსმალთა მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაუბრუნოს. არმიას მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან უერთდებიან. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით 18 მარტს ბათუმისათვის ბრძოლები იწყება. 21 მარტს კი, ქართველებმა ოსმალები ბათუმიდან განდევნეს და აჭარა საქართველოს შეუნარჩუნეს. სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ბათუმში ,,აზიზიეს მოედანზე'' ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე დაკრძალეს. ბათუმის ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია 1924 წელს რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში წამოწყებული აჯანყების დროს განვითარებული მოვლენები. ბათუმში ანტისაბჭოთა გამოსვლების მონაწილე ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის წევრებს წინასწარი გამოძიების გარეშე გაუსწორდნენ. 1924 წლის 31 აგვისტოს ანტისაბჭოთა გამოსვლების მონაწილეები დახვრიტეს. მათ შორის იყო ოსმალებისგან ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლის აქტიური მონაწილე გენერალ-მაიორი გიორგი ფურცელაძე, რომელსაც მაშინ ბათუმის გამაგრების შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა. გასაბჭოების შემდგომ აჭარის რეგიონს თითქოსდა `რელიგიური ნიშნით~ ავტონომიის სტატუსი მიენიჭა, თუმცაღა, ამით საბჭოთა რუსეთის შორსგამიზნული იდეაც ინიღბებოდა. სოციალიზმის ეპოქა ბათუმისათვის განსაკუთრებით გამორჩეული არ ყოფილა. საბჭოთა იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა მსგავსად, ბათუმმა და მისმა საზოგადოებამ 37-38 წლების სუსხი საკუთარ თავზე გამოსცადა. ბათუმლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში (1941-45 წ.წ.) სხვადასხვა ფრონტებზე. ბათუმიდან ომში გაწვეული 12 258 ჯარისკაციდან შინ 4 728 არ დაბრუნებულა. 60-80-იან წლებში ქალაქის ცხოვრება საბჭოთა ყოფისა და მისთვის დამახასიათებელი ღირებულებების ტიპიურ მაგალითს წარმოადგენდა. წყარო : Batumi.ge ბათუმი ისტორია სსრკ საქართველო batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
მატარებლით მოძრაობა განახლდება
15 ივნისიდან მატარებლით მოძრაობა განახლდება. ბათუმიდან თბილისში, ისევე როგორც სხვა მარშრუტებზე, მოქალაქეები ბილეთის ყიდვას უკვე თავისუფლად შეძლებენ. რკინიგზის მუშაობის აღდგენასთან ერთად, ამოქმედდება რიგი შეზღუდვა. მატარებელში აუცილებელი იქნება ფიზიკური დისტანციის დაცვა. მგზავრობის განმავლობაში მოქალაქეებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება. მატარებელში შესვლისას, მოქალაქეებს სიცხეს გაუზომავენ და თუ მათ მაღალი ტემპერატურა არ აქვთ, შეძლებენ გამგზავრებას. მატარებელში შესვლისას ასევე იქნება დეზობარიერი, მოქალაქეებს კი მოთხოვენ, ხელები სპეციალური ხსნარით დაიმუშავონ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 14 ივნისს დაათვალიერა მატარებლები და კომისია დარწმუნდა, რომ რკინიგზა ყველა მოთხოვნას ასრულებს. რკინიგზის ამუშავებასთან ერთად, ქვეყნის შიგნით გადაადგილების ყველა საშუალება ოფიციალურად განახლებულია, შეზღუდვების დიდი ნაწილი კი ამ დროისთვის მოხსნილი. ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ექნება უფლება, გაამკაცროს შეზღუდვები 15 ივლისამდე. შესაბამისად, ნებისმიერი მოხსნილი შეზღუდვა ამ პერიოდამდე შეიძლება განახლდეს. რკინიგზა მატარებელი ბათუმი-თბილისი მგზავრობა batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩება
სოციალურად დაუცველი ოჯახი თამარის დასახლებიდან დახმარებას ითხოვს. ქარცივაძეები სულ ხუთნი არიან და აქამდე, სანაპიროსთან ახლოს ჩადგმულ ვაგონში ცხოვრობდნენ. ადრე გომარდულში ჰქონდათ სახლი, რომელიც დაიწვა. ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა წელს დაკარგეს სამსახური და ძირითადი შემოსავლის წყარო. ამიტომ, ვაგონში გადასახლება მოუწიათ. თუმცა, არ დასცალდათ. ისინი ვაგონში 20 დღეა ცხოვრობენ, მაგრამ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს და გასახლებით ემუქრება. ოჯახი აცხადებს, რომ მთავრობისგან არანაირ დახმარებას არ ითხოვს, მხოლოდ ტერიტორიაზე დარჩენის ან სადმე ცხოვრების უფლებას. საპასუხოდ, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მათ მოუწოდებენ, ოფიციალურად მიმართონ მერიას, მერია კი შექმნის შესაბამის კომისიას და გამოიტანს დასკვნას. სანამ ეს პროცესი შემუშავდება კი, სად უნდა იცხოვროს ოჯახმა, უცნობია. უსახლკაროობის პრობლემა ბათუმში გამწვავდა, სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს მთავრობის დახმარებას. ამის წინ ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია უსახკლარო ტაქსისტზეც, რომელიც სახლის არქონის გამო დაჯარიმდა 3000 ლარით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. შშს-ში ჩვენს კითვა, ტიპურად, უპასუხოდ დატოვეს. #სოციალური_პრობლემები #ბათუმი #მთავრობა #ოჯახი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
რა ვაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში?
დიდი ხანი არ არის, რაც კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა, რომ ცხოვრების რიტმს ხელახლა დასწეოდა, დანარჩენისთვის კი ძველი სტილის დაბრუნება მეტად სტრესული აღმოჩნდა. ასეთ რთულ სიტუაცაში, დაძაბული აურისგან გათავისუფლებას ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ცდილობს. ზოგი საკუთარ თავს წიგნებში პოულობს, ზოგს კინემატოგრაფიით უყვარს ყურადღების გადატანა, სხვები კი განწყობას ქალაქს უსადაგებენ. ამ უკანასკნელთა რიგებში თუ თქვენც მოხვდით, მაშინ ალბათ, შეამჩნევდით, რომ მნიშვნელობა არა აქვს სად ხარ და რა ამინდია, ბათუმში აუცილებლად იპოვით ადგილს, რომ განიტვირთოთ. რა უნდა გავაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში, ანუ მაშინ, როცა ყველაფერი შეზღუდულად ფუნქციონირებს? Batumi Daily გირჩევთ: ნახეთ მზის ჩასვლა ზღვაზე ზაფხულში, ცხელი დღეების ფონზე, თითქოს, ყველა ვივიწყებთ მომენტს, როცა ზღვა ყველაზე ლამაზია, მზე კი ყველაზე წითელი. არ ვიცი, ოდესმე თუ გინახავთ, როგორ ჩუმდება სამყარო და მთელი დღის მანძილზე გაუჩერებლად მძვინვარე ტალღები, რომ მზე გააცილონ, მაგრამ, დამერწმუნეთ ამ შთაბეჭდილებას ვერასოდეს წაშლით. მისი მიღება კი სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. წადით ნავსადგურზე ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი სწორედ ნავსადგურია. იგი ძალიან ძველია და უდიდესი ისტორია აქვს. მისი მნიშვნელობა საუკუნებიის მანძილზე იზრდებოდა და არც დღეს კარგავს თავის უპირატესობებს. როცა ამ ადგილს სტუმრობ, თითქოს დრო ჩერდება. შენ ზიხარ ქვაფენილზე და უყურებ უამრავ გემს, იახტას, ძალიან ლურჯ ზღვას და ფიქრობ, რომ ყველაფერი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. მოაწყვეთ პიკნიკი 6 მაისის პარკში ერთ-ერთი უძველესი პარკი საქართველოში და როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების საყვარელი ტერიტორია. გარემო, სადაც, შეგიძლია განიტვირთო მარტო ან წახვიდე მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყო პიკნიკი და ცხელ მზეს ხეების ჩრდილის ქვეშ დაემალო. მოინახულეთ ალი და ნინოს ქანდაკება ორი ერთმანეთისკენ მოძრავი ქანდაკება, ერთი სიყვარულის ისტორიით ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღირსშესანიშნაობად იქცა. ქართველმა მოქანდაკემ თამარ კვესიტაძემ აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანი "ალი და ნინო" ამ სკულტურაში იდეალურად ასახა და იგი აქცია სიმბოლოდ იმ სიყვარულისა, რომელსაც არა აქვს საზღვრები და ეროვნება. ქანდაკება არაერთხელ დასახელდა საუკეთესო სკულპტურათა შორის და ბევრჯერ დაიმსახურა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. მისი ნახვა ყოველთვის ახალი ემოციით გავსებს. ესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს მართალია, ამისთვის, ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, თუმცა სანახაობა ამად ღირს. აქ არა მხოლოდ, ნახავთ უნიკალური სახეობის მცენარეებს, არამედ მოგეცემათ საშუალება დატკბეთ იმ შესანიშნავი ხედებით, ჰაერით, ზღვის სანაპირო ზოლით, რომელიც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.#ბათუმი #პანდემია #ტურიზმი #ზღვა #batumidaily
+3
Batumi Daily
Batumi · 3 weeks ago
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს
ცნობილია, რომ 41 წლის ქალს ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი ამ დროისთის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის ცნობით, პაციენტმა თავად მოითხოვა ქუთაისის კლინიკაში მოთავსება, ამიტომ იგი დღეს გამთენიისას ბათუმიდან ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოში მოათავსეს. ქუთაისი ბათუმი კორონავირუსი BatumiDaily