12 Views
T Betta
Tbilisi · 1 year ago

არტემია - კიბოსნაირთა კლასის პლანქტონები

ბინადრობენ მარილიან წყალში და იკვებებიან ფიტოპლანქტონებით რომლებსაც წინა კიდურების საშუალებით წყლის გაფილტვრის შედეგად მოიპოვებენ

არტემიას ახასიათებს 2 სახის გამრავლება კვერცხით და ცოცხლად შობა რაც დამოკიდებულია გარემოს პირობებზე მაგალითად თუ ხელსაყრელი პირობებია მდედრი არტემია აჩენს უკვე კარგად განვითარებულ ნაუპლიუსებს ხოლო თუ არახელსაყრელი პირობებია მდედრი დებს გარეკანით კარგად დაცულ ემბრიონებს (კვერცხებს) რომლებიც დიაპაუზის მდგომარეობაში იმყოფებიან და ელოდებიან ხელსაყრელ პირობებს გამოსაჩეკად

დიაპაუზის მდგომარეობაში ემბრიონს შეუძლია გადაიტანოს ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურა და სიმშრალე ხოლო რამდენიმე წელიწადის დაცდის შემდეგაც კი ხელსაყრელი პირობების განვითარების შედეგად გამოიჩეკოს სრულიად ჯანმრთელი ინდივიდი

რამდენადაც ცნობილია ეს კიბოსნაორები 5.5 მილიონი წელია არსებობენ და რა თქმა უნდა განიცდიან ევოლუციას თუმცა ძალიან ნელა და უმნიშვნელოდ ამიტომ წინაპარი ფორმებისაგან დიდად არ განსხვავდებიან

მათ ნაუპლიუსებს ხელოვნურ პირობებში ჩეკავენ იყენებენ აკვარიუმისტები თევზებისთვის და ლიფსიტებისთვის ცოცხალ საკვებად


T Betta
Tbilisi · 1 year ago
28
Write a comment
Similar Posts