ყურადღება ესპანეთისკენ: წნეხის გარეშე

0
გრანადა-ლოკომოტივის მატჩს ცნობილი EUROSPORT-ი აჩვენებს. რამდენი ხანია, ქართული გუნდის თამაში ევროტურნირებზე ასეთ არხზე არ ყოფილა... შეხვედრა ესპანეთში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ეს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშია. ეს რაც შეეხება უცხოურ არხს, საქართველოში კი Silk Universal-ი აჩვენებს პირდაპირს. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მატჩი, ლოკომოტივს მხოლოდ ქება ეკუთვნის, რადგან უკვე გადალახა ორი ეტაპი და ორივე 2:1 მოიგო. რუმინეთის უნივერსიტატია და მოსკოვის დინამო გამოთიშა. არადა, ორივესთან აუტსაიდერად ითვლებოდა. ლოკოს არაფერი ექნება დასაკარგი და წნეხის გარეშე ითამაშებს. გრანადა კი ესპანეთის კლუბია და მის სიძლიერეზე ეს უკვე მეტყველებს. თანაც, გუნდმა ბოლო სამი მატჩიდან სამივე მოიგო: ერთი ევროპა ლიგაზე და ორიც ლა ლიგაში, სადაც ქულათა მაქსიმუმი (6) აქვს. აღსანიშნავია, რომ გრანადა 89-წლიან ისტორიაში პირველად არის ევროტურნირებზე. გუნდის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი თავდამსხმელი რობერტო სოლდადოა - 35 წლისაა, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ფორმას. დღესვე, თბილისის დინამო მესამე ეტაპზე ფარერების კლასვიკს ეთამაშება და წყვილში ფავორიტია. დინამოს ტამასიც 22:00 საათზე დაიწყება.
0