0
ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ლონდონდერიში მომხდარ არეულობას 29 წლის ჟურნალისტი ემსხვერპლა. პოლიციის ვერსიით, მკვლელობა ირლანდიელი რადიკალი-რესპუბლიკელების მოწყობილია. ნიღბიანმა და შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი შუაღამით, დაახლოებით 23.00 წუთზე გაუხსნა. სროლები გადაღებულია მობილურ ტელეფონზე. ჟურნალისტი ლირა მაკი პოლიციელებთან ერთად ერთ-ერთ მანქანასთან იდგა და დაიჭრა. ის მაშინათვე გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, მკვლელობის უკან ე.წ. ახალი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ბოევიკები დგანან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მკვლელობას “შოკისმომგვრელი” უწოდა და განაცხადა, რომ “ჟურნალისტი გარდაიცვალა საკუთარი საქმის თამამად შესრულების პროცესში” – “ბიბისი” წერს. უკანასკნელ პერიოდში რესპუბლიკელები გააქტიურდნენ. ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიცია შიშობს, რომ მოხდება თავდასხმების ჯერი.
0