8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი!

0
ვერძი ამ დღეს სექსუალურად მიმზიდველი იქნებით. გამოირჩევით გამძაფრებული მგრძნობელობით და ფსიქოლოგიური რეგენერაციის მოთხოვნა გაგიჩნდებათ. ყოველგვარი ინიციატივა თქვენგან მისასალმებელი აღმოჩნდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ზაფხულის დასაწყისში საკეთილდღეო ტენდენციებით ისარგებლოთ და პირადი ცხოვრება დაალაგოთ. კურო ენერგიულ კუროებს ვარსკვლავები მოგზაურობას ურჩევენ. უცხო ქვეყნის დათვალიერებით ბევრ რამეს ახლებურად შეხედავთ. გზად საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ და შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მეგზური სწორედ ამ მოგზაურობის დროს იპოვოთ. გადადეთ მიმდინარე საქმეები, სწრაფად ჩალაგდით და გაემგზავრეთ! ტყუპები ამ დღეს შემოქმედებით საქმიანობაში თქვენს ფანტაზიებს კიდევ უფრო გააფართოებთ, ამიტომ ეს დღე, შეიძლება ითქვას, თქვენთვის წარმატებული იქნება. შეეცადეთ, დრო არ დაკარგოთ, მაქსიმალურად დაიტვირთეთ და საკუთარ თავზე აიღეთ საპასუხისმგებლო საქმეები. კირჩხიბი საკუთარ შესაძლებლობებსა და ნიჭს ღირსეულად დააფასებთ. შეამოწმეთ, რამდენად გულწრფელია თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები. დარწმუნდით, რომ სწორი გზა აირჩიეთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური დატვირთვა მოგიწევთ. იზრუნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ლომი ეს დღე პატიებასთან ასოცირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, დაივიწყოთ ძველი წყენა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. შეეცადეთ, ეს დღე სახლში გაატაროთ და ოჯახის წევრები საერთო საქმით დააკავოთ. კარგი იქნება, თუ გულწრფელად ისაუბრებთ და განსაზღვრავთ, რა გსურთ და რისკენ ისწრაფვიან თქვენი ოჯახის წევრები. ქალწული ამ დღის დაავადება ხანმოკლე აღმოჩნდება და თუკი გაიმარჯვებთ, ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაიხანგრძლივებთ. დრო თითქოს თქვენთვის გაჩერდება. ეს პერიოდი შესანიშნავია გაკაჟებისა და აღმდგენი პროცედურებისთვის. სასწორი ამ დღეს ენერგიული და მიმზიდველი იქნებით. არანაირი პრობლემა არ შეგაშინებთ. მიჰყევით ცხოვრების ჯანსაღ წესს და იზრუნეთ საკუთარ თავზე. იცოდეთ, რომ დასვენება და სრულყოფილი ძილი უმნიშვნელოვანესია. მორიელი თქვენი სერიოზულობა და პასუხისმგებლობა თქვენს რჩეულს გააოცებს და თქვენთან ურთიერთობის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა გაცილებით გაგიადვილდებათ. მშვილდოსანი თქვენი გარემო მნიშვნელოვნად შეიცვლება. მოგზაურობისთვის ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, რომლებიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება, ხოლო ინტუიციისა და კომუნიკაბელურობის დახმარებით უჩვეულო ადამიანებთან ახალ კონტაქტებს დაამყარებთ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ გაქვთ ნიჭი და შეგიძლიათ, ბევრს მიაღწიოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლიც გაქვთ. თუკი შეძლებთ მათ აღმოჩენას და საკუთარ თავზე მუშაობას, თქვენი კარიერა სწრაფად განვითარდება. თხის რქა თქვენი შესაძლებლობებითა და ნიჭით გარშემომყოფები აღფრთოვანდებიან. თაყვანისმცემლებს შორის აღმოაჩენთ თქვენს მეორე ნახევარს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ უგულებელყოთ სხვების ყურადღება. იყავით ბედისწერის მადლიერი. მერწყული სიყვარული და პირადი გრძნობები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამ რომანის დაწერა სიცოცხლის ბოლომდე მოგიწევთ, მაგრამ ნუ მისცემთ ძლიერ გრძნობებს იმის უფლებას, რომ გონივრულ ჩარჩოებს გასცდეს. თევზები საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ურთიერთობას იდეალურად შეძლებთ. შესაძლოა, მიიღოთ კრედიტი ან ფულადი პრემია. ვარსკვლავები გირჩევენ, შვებულება აიღოთ და თავისუფალი დრო ახლობელი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.
0