0
იგოეთთან ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ბორ­დი­ურს შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი 3 მგზავ­რი, მძღო­ლი და ერთი პირი კი, მსუ­ბუ­ქად და­შავ­და. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს (ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ექ­ვსი­დან ათ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე). ამ ეტაპ­ზე ავა­რი­ის გა­მომ­წვევ სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გა­და­ჭა­რა­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბა სა­ხელ­დე­ბა.
0