6 თვეში თბილისის ბიუჯეტიდან ხელფასებზე 38 მლნ 722, 3 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3 მლნ 597 ათასი ლარით აღემატება.
6 თვის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში, საქალაქო სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებში შრომის ანაზღაურებაზე 13 მლნ 105.3 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო თბილისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე - 2 მლნ 875.2 ათასი ლარი.
თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 6 თვეში შრომის ანაზღაურების მუხლით გათვალისწინებული გეგმა 89%-ით შესრულდა და 6 თვის მთლიანი ფაქტობრივი ხარჯის 13.1% შეადგინა.