0
ქუთაისში ხანძრის შედეგად ავტოქარხნის დასახლებაში ე.წ დაჩების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მეპატრონის თქმით, უცნობმა პირმა ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები შეაგდო, რის შემდეგაც საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოასწრო.
0