0
გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.
0