14 ნოემბერი

Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia13 Nov, 2021
11
გიორგობის თვე.                  
მთვარის მე-10 დღე. მეორე ფაზა.
14 ნოემბერი წმინდა კოზმა და დამიანეს  და მათი დედის თეოდოტიას ხსენების დღეა, ხსენება იაკობ ხუცესისა.              
14 ნოემბერს დაბადებული ადამიანები მეოცნებე და იდეალისტები არიან.  არიან დამოუკიდებელი და მოაზროვნე ადამიანები. მათი აზროვნების, მსჯელობისა და დასკვნების ლოგიკა ბევრს არ ესმის, მაგრამ აღიარება არ სჭირდებათ.                  
14 ნოემბერს დაიბადნენ კლოდ მონე (ფრანგი ფერმწერი).
ასტრიდ ლინდგერნი გენიალური შვედი საბავშვო მწერალი.    
(- როგორ ლაპარაკობ, თუ ტვინი არა გაქვს? – ჰკითხა დოროტიმ.    – არ ვიცი. მაგრამ, ბევრს, ვისაც ტვინი არა აქვს, ძალიან უყვარს ლაპარაკი, – უპასუხა საფრთხობელამ).                
ასტრიდ ლინდგრენი „პეპი გრძელიწინდა“
მურმან ლებანიძე პოეტი.  ( “მე ძალიან დიდხანს ვსწავლობდი ცხოვრებას და ამიტომაც გულწრფელი დავრჩი დიდხანს”)             
ედუარდ უაიტი. ამერიკელი ასტრონავტი, რომელიც ღია სივრცეში გავიდა.
დღის საკითხავი ფრაზები :
“ზოგჯერ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო, არადა სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს.”
ჭაბუა ამირეჯიბი
ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ.    
                   
ცხოვრებაში საკუთარ გამოცდილებაზე უკეთესი არაფერია.                        
წარსულზე მეტად მომავალი მაინტერესებს, რადგან სწორედ მასზე ფიქრით ვცხოვრობ.”
ალბერტ აინშტაინი    
“ცხოვრების გზაჯვარედინებზე დგომისას საგზაო ნიშნები არ არსებობს".                              
ჩარლი ჩაპლინი
  კვირა დღის გემრიელი სასმელი ცხელი შოკოლადი კარამელით.
ინგრედიენტები:                              
3 ს/კ კარამელის სოუსი150 გრ რძიანი შოკოლადი1 ჭიქა რძე¼ ჭიქა ცხიმიანი ნაღებიმომზადება:  
1. რძე გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.          
2. შოკოლადი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.                                            
3. ნაღები და კარამელის სოუსი დაუმატეთ. გაზიდან გადმოდგით.    
4. მზა სასმელი ჭიქაში ჩაასხით და ზემოდან ათქვეფილი ნაღებით, გახეხილი შოკოლადით ან დარიჩინის ჩხირებით მორთეთ.
მშვიდობიან კვირა დღეს გისურვებთ ! 
Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia13 Nov, 2021
11