კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაკავშირებით, რომელსაც სავარაუდოდ კეზერაშვილი დააფინანსებს, ინფორმაციას ავრცელებს.
კომპუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფორმულას“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება; თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით არის წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ფორმულას“ ხარვეზების გამოსასწორებლად 5 სამუშაო დღე მისცა.
დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციას მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში მიანიჭებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 5 სამუშაო დღეში აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხდება, კომპანიას კვლავ აქვს შესაძლებლობა მაუწყებლობაზე ავტორიზაციის მისაღებად უხარვეზო განაცხადით განმეორებით მომართოს კომისიას