0
საქართველოში 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35.5 პროცენტით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მისი ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 265 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი - 1 962 600 000 მლნ აშშ დოლარი. 2018 წელს სამ უმსხვილეს ქვეყანას შორის აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და ბრიტანეთია. უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 246.4 მლნ აშშ დოლარი (19.5 %), ნიდერლანდებიდან - 208.4 მლნ აშშ დოლარი (16.5%), ბრიტანეთიდან - 178.8 მლნ აშშ დოლარი (14.1%) შეადგინა. ინვესტორ ქვეყნებს შორის არიან, ასევე, აშშ (8.1%), ჩინეთი (6%), ჩეხეთი (5.9%), პანამა (5.9%), რუსეთი (5.5%), ლუქსემბურგი (4%), თურქეთი (3.9%).
0