0
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა! სავაჭრო ცენტრების მიმოხილვის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Cushman and Wakefield Georgia-მ მოამზადა, "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა. სავაჭრო ცენტრების ზოგად შეფასებაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა, "გალერია თბილისმა" სხვა სავაჭრო ცენტრებთან შედარებით ყველაზე მაღალი ქულა მიიღო. შეფასება შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს: ადგილმდებარეობა, პროდუქციის არჩევანი, ვაკანტური სივრცე, საინფორმაციო მომსახურება / ნავიგაციის სისტემა, სივრცის დაგეგმარება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია, შშმ პირებისთვის ადაპტირება, კვება, პარკინგი, კონკურენტული უპირატესობა.Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით, "გალერია თბილისი" ასევე უმაღლესი ქულით შეფასდა მულტიფუნქციურობის კუთხით, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში მაღაზიებთან ერთად გასართობი, კვების, სერვის ობიექტებისა და სასტუმროს ინტეგრირებას, ასევე სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა აქტივობების გამართვას.
0