ბობ დილანმა კიდევ ერთი სიმღერა გამოუშვა და ახალი ალბომი დააანონსა

0

რვაწლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა ბობ დილანმა, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, უკვე მესამე სიმღერა "False Prophet" გამოაქვეყნა. ამასთან ერთად, მოლოდინები გამართლდა და 19 ივნისს მომღერალი ახალ ალბომს "Rough and Rowdy Ways" გამოუშვებს. მოუსმინეთ ახალ სიმღერას:

დილანი რვაწლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერით 27 მარტს დაბრუნდა. ლეგენდარულმა მუსიკოსმა სიმღერა - "Murder Most Foul", რომელიც 16 წუთს და 57 წამს გრძელდება და ჯონ კენედის მკვლელობას ეძღვნება, გამოაქვეყნა. "სალამი ყველა ჩემს ფანს და დიდი მადლობა თქვენი ამდენწლიანი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. ეს არის გამოუქვეყნებელი სიმღერა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩავწერეთ და შესაძლოა, დაგაინტერესოთ. თავს მოუფრთხილდით, და ღმერთი თქვენკენ!" - თქვა დილანმა.

#ბობდილანი #ახალიალბომი #ტრეკები #როკი #მუსიკა
Tbilisi
#ახალიამბები
0