0
რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხი" დაფუძნდა. ის საჯარო რეესტრის დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული.
0