14 votes
comments
shares
Save
4 reads
Current News
Tbilisi · 11 months ago

წლების შემდეგ თავისუფლების ინსტიტუტი მუშაობას განაახლებს. ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს უკვე მიმართეს.

ორგანიზაცია სამი მიმართულებით, ეკონომიკის, მართლმსაჯულებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს. თავისუფლების ინსტიტუტის მუშაობაში ჩართული იქნებიან გიორგი მელაძე და ლევან რამიშვილი.

"გვინდოდა სივრცის გაკეთება, რომელიც დასავლური კურსის, სეკულარულარული სახელმწიფოსა და თავისუფალი ეკონომოკის მიმართულებით არამხოლოდ კრიტიკით დაკავდებოდა, არამედ ალტერნატივებსაც შესთავაზებდა ხელისუფლებას", — აცხადებს თავისუფალი ინსტიტუტის გამგეობის ერთ-ერთი წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

თავისუფლების ინსტიტუტი 1996 წლის 26 აგვისტოს რუსთავი 2-ის მიმდინარე მოვლენების დროს დაფუძნდა. მაშინ (17 ივლისს) არხს კავშირგაბმულობის სამინისტრომ მაუწყებლობა შეუწყვიტა. სახელმწიფოს ეს მოქმედება სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად შეფასდა.

სხვადასხვა დროს თავისუფლების ინსტიტუტის სახელით გაკეთებულ კვლევებზე გიგა ბოკერია, ლევან თარხნიშვილი, ლევან რამიშვილი, დავით ზურაბიშვილი, მერაბ ბასილაია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი მელაძე, სოზარ სუბარი, გივი თარგმაძე, თამარ კინწურაშვილი და სხვები მუშაობდნენ.


Current News
Tbilisi · 11 months ago
14
Write a comment