სერბეთი სამდღიან კომენდანტის საათს შემოიღებს კორონავირუსის სწრაფი ზრდის გამო

0
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი, აცხადებს, რომ აპირებს კვლავ შემოიღოს მკაცრი შეზღუდვები და ასევე სამდღიანი კარანტინი დედაქალაქ ბელგრადში, რაც განაპირობა ქვეყანაში წუხელ კორონავირუსით 13 ადამიანის დაღუპვამ. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირდა 299 კაცი, რაც ერთ დღეში ანტირეკორდს წარმოადგენს. სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა დედაქალაქ ბელგრადში, სადაც საავადმყოფოები თითქმის გადავსებულია პაციენტებით. „მზად იყავით კომენდანტის საათისათვის, რომელიც დაიწყება, სავარაუდოდ, 10 ივლისის საღამოს 6:00 საათიდან და გაგრძელდება 13 ივლისის დილის 5:00 საათამდე“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მას სურდა კომენდანტის საათის გამოცხადება მთელ სერბეთში, მაგრამ ამ წინადადებას საგანგებო შტაბისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის, თანხმობა სჭირდება. ალექსანდრ ვუჩიჩის თანახმად სერბეთში კვლავ გამკაცრდება საკარანტინო ზომები და აიკრძალება მასობრივი თავყრილობები, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხუთკაციანი შეკრებები. კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლინების შემდეგ, მარტის დასაწყისიდან, სერბეთში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 330 პაციენტი, ხოლო დაავადებულთა რაოდენობამ 16 719-ს მიაღწია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30712973.html
#ახალი_ამბები
#twitter
0