რეკომენდაციები სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის

0
ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.დოკუმენტის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა. შენობის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების სავალდებულო ნიშნისმითითებით; . პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ სულ მცირე 70%ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებისა და მათი სწორადმოხმარების წესები; . თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებინფორმაცია. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება; .შენობის საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);\ . სავარჯიშო სივრცეში, ვარჯიშის კონტაქტური სახეობებისათვის დასაშვებია უსაფრთხოდისტანციის განსხვავებული ნორმის დაცვა; . უზრუნველყავით კლუბების ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებულიერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების გან ავსება(ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი. ნარჩენებისპარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით; . უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურისმიერ; . უზრუნველყავით საერთო გამოყენების სველი წერტილების დასუფთავება, დაბინძურებისშესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალებით; . უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას; ასევე წესები უნდა დაიცვან დასაქმებულებმაც. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში წერია: . პერსონალი უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სათანადოკოლექტიური/ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - მიმღებში; .ხელთათმანით - ნაღდი ფულის გამოყენების შემთხვევაში. . დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდანჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; . საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება; . ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყავით საერთო სავარჯიშო და დამხმარე სივრცეების სველიწესით დალაგება და დეზინფექცია „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის 2 რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშს, როგორიცაა იოგა, პილატესი და ა.შ, დარბაზში აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. ხოლო, ტრენაჟორების დარბაზში ყოველ 6 მ2 ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული. რეკომენდაციები ჯგუფური ვარჯიშებისა და სტუდიოებისთვის: .მომხმარებლები მიიღეთ წინასწარი ჩაწერით; . ჯგუფურ ვარჯიშზე (იოგა, პილატესი და ა.შ) შესაძლებლობის გათვალისწინებით შეზღუდეთინსტრუქტორებსა და მომხმარებლებს შორის ფიზიკური კონტაქტი; . ჯგუფური ვარჯიშების დარბაზებში, დაშვებულია ვიზიტორების დაშვება უსაფრთხო დისტანციისდაცვით (არანაკლებ 2 მეტრი), მაგრამ ერთ ვარჯიშზე არაუმეტეს 10 ადამიანისა. სავარჯიშოდარბაზებში უზრუნველყავით უსაფრთხო მანძილის ნიშანდება სტიკერების საშუალებით. რეკომენდაციები პერსონალური ვარჯიშებისთვის: o ინსტრუქტორებმა მომხმარებლებთან ურთიერთობისას შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა დაიცვან დისტანცია და თავი შეიკავონ ფიზიკური კონტაქტისგან. რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ ბმულზე
0