0
გუგუტიანთკარში დაზარალებული 3 ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს. ?? ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახებს, რომელთა სახლებიც მავთულხლართებს მიღმა მოექცა, საკუთრებაში გადაეცემათ სახლები და მიწის ნაკვეთები გორში, რომლებშიც ომის შემდგომ ცხოვრობდნენ. ასევე, ეს ოჯახები მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათ უფასოდ შესთავაზებენ პროფესიულ გადამზადებასაც. რაც შეეხება ამირან გუგუტიშვილის ოჯახს, რომლის სახლი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მაგრამ მასზე წვდომა შეზღუდული აქვს, ერთჯერად სოციალურ დახმარებას ჰპირდებიან.
0