2 votes
0 comments
0 shares
Save
5 views
Berdia Kalandia
Tbilisi · 1 year ago

მოსკოვში ქვეყანაში უმსხვილესი ებრაული სასწავლებელი დაწვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხანძრის დროს შენობაში 60 სტუდენტი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ ხანძარი პასექის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ებრაული სასწავლებლის კარზე ნაცისტური სიმბოლოები იყო გამოსახული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


Berdia Kalandia
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ბიბლიოთეკის დაწვა, ნიკა გვარამიაზე თავდასხმა... - ბაჩო ქათამაძის დანაშაულებრივი ქმედებები
19 აპრილს, თბილისში, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი „ფეიქსბუქის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ შენობის „დემონტაჟს აკეთებს". ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცმა საკუთარი დესტრუქციული ქმედება აღდგომის მოლოცვით დაიწყო, შემდგომ კი განაცხადა, რომ არის მეფე და მიაგნო ,,კორონავირუსის გავრცელების ბუდეს.” ვიდეო-კადრებში ისმის მტვრევის ხმა, აღნიშნული პირი ატრიალებს კამერას და ჩანს, რომ სააკაშვილის ბიბლიოთეკის პირველ სართულზე ცეცხლია გაჩენილი. მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, 28 წლის ბაჩო ქათამაძეა. როგორც ირკვევა, ამ თვითგამოცხადებულ მეფეს ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებში აქამდეც მიუღია მონაწილეობა. ამის ერთ-ერთი მაგალითია თავდასხმა ნიკა გვარამიაზე. ბაჩო ქათამაძე 2020 წლის 30 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს ,,მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის შედეგად ნიკა გვარამიამ სხეულის დაზიანება მიიღო. მაშინ, ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 3 პირი გადაიყვანეს გამოკითხვაზე. მათ შორის იყო ბაჩო ქათამაძეც, თუმცა ის არავის დაუკავებია. საქმე სასამართლომდეც არ მისულა. როგორც ჩანს, თავად ქათამაძე ამაყობდა ამ ფაქტით, რაზეც ისიც მოწმობს, რომ მას საკუთარი Facebook-ის პროფაილზე სწორედ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის დროს გადაღებული ფოტო აქვს ატვირთული. ქათამაძე ფეისბუქზე ასევე სიამაყით იუწყებოდა მის მიერ პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების კარვების დარბევის შესახებაც. მამაკაცმა რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვების აღება თვითნებურად სცადა და მაჩალიკაშვილის გარემოცვას ფიზიკურადაც გაუსწორდა, თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს კი ,,ტერორისტი” უწოდა. პოლიციამ მაშინ ქათამაძე ტერიტორიას უბრალოდ განარიდა. ირკვევა ისიც, რომ ბაჩო ქათამაძემ რამდენიმე წლის წინ ტყიბულში მამაკაცი დაჭრა, რა დროსაც ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ქათამაძე არავის დაუკავებია და მას თავისუფლად გადადგილება არ ეზღუდებოდა. როგორც ჩანს, დაუსჯელობამ მამაკაცი კიდევ უფრო წაახალისა და სააკაშვილის ბიბლიოთეკისთვის ცეცხლის წაკიდებამდეც მიიყვანა. ამჯერად ფეისბუქ-პოსტებს აღარ დასჯერდა, მეტად მასშტაბურ პერფორმანსს მიმართა და საკუთარი დანაშაულის შესახებ ფეისბუქ-ლაივით გვაუწყა. საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ქათამაძე მმართველი გუნდის წაქეზებით მოქმედებს და ეს წაქეზება მის დაუსჯელობაშიც კარგად გამოიხატება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბაჩო ქათამაძეს ხელისუფლება მფარველობს და მას პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს. მმართველი ძალის ოპონენტები საუბრობენ შერჩევით სამართალზე და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ბაჩო ქათამაძე რომელიმე უწყების, მაგალითად, სუს-ის პირდაპირ დავალებებსაც კი ასრულებდეს. ოპოზიციურ სპექტრში მიაჩნიათ, რომ არც ერთი მოძალადე, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობოლი ადამიანის წინააღმდეგ განახორციელებს ძალადობას, კანონის სიმკაცრით არ ისჯება. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები ბაჩო ქათამაძის სახელს ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის უკავშირებენ და ამბობენ, რომ ის სწორედ ვოლსკის კოორდინაციითა და დავალებით მოქმედებს. ჟურნალისტი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ ბაჩო ქათამაძე ,,გია ვოლსკის კლასტერის” წევრია - ,,პლეხანოველი ძველი ბიჭების კლასტერია ეს, რომელსაც ევალება განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანების დევნა,” - აღნიშნა კილაძემ ნიკა გვარამიას გადაცემაში ,,მთავარი აქცენტები”. თავად გვარამიამ ქათამაძეს ,,ქართველი ჰეროსტრატე” უწოდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბიბლიოთეკისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე შსს-მ ბაჩო ქათამიძე რამდენიმე საათის დაგვიანებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ სამართალდამცველებმა ქათამაძე ცხელ კვალზე დააკავეს, თუმცა ფეისბუქში მისი ბოლო პოსტი 21:30 საათით თარიღდება, დანაშაული კი დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბაჩო ქათამაძის მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაშიც მმართველი ვერტიკალი ქათამაძის მიმართ ლოიალურობას გამოიჩენს.#სააკაშვილისბიბლიოთეკა #ბაჩოქათამაძე #ხანძარი #ჰეროსტრატე #ნიკაგვარამია #ოპოზიცია #ხელისუფლება #მაჩილაკაშვილი #დანაშაული #tbilisidaily
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 6 days ago
კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი და "ვარდების რევოლუცია"
ტარიელ ონიანი 1952 წლის 2 ივნისს ტყიბულის მაღაროელის ოჯახში დაბადა. მამამისი ტრაგიკულად, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა, როგორც აცხადებენ, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ონიანი საგვარეულო საქმიანობას არ გაჰყვა. 17 წლის ასაკში იგი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. საერთო ჯამში იგი რვაჯერ მოხვდა გამოსასწორებელ კოლონიაში. თუ გაზეთ „კომერსანტს“ დავეყრდნობით, 1980-იან წლებში ონიანი მოსკოვის ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად მიიჩნეოდა. 1990-იანებში გადავიდა პარიზში, შემდეგ ესპანეთში, სადაც მშნებლობის ბიზნესით იყო დაკავებული. 2005 წელს ესპანელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა განახორციელეს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია ევროპაში. 400-ზე მეტმა პოლიციელმა ჯავშანტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით განახორციელა დაახლოებით 50-მდე ჩხრეკვა ბარსელონაში, ალიკანტეში, მარბელიაში, ფუენხიროლაში, ბენალმადენასა და ტორემოლინოსში, სადაც განთავსებული იყო ონიანის ობიექტები. ონიანმა მიმალავა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მისი 12 წლის ქალიშვილის დაკავება შეძლო. 2006 წლის აპრილში ონიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და დასახლდა მოსკოვში. 2008 წლის ივლისში პოლიციამ დააკავა 50 კრიმინალური ავტორიტეტი, რომელთა შორის 39 იყო „კანონიერი ქურდი“. მედიაში გავრცელებული ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ ქართველი კანონიერი ქურდებიც. 2009 წლის 11 ივნისს ონიანი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით დააკავეს. კრიმინალი გათავისუფლების სანაცვლოდ მზად იყო გადაეხადა 15 მილიონი რუბლი, მაგრამ სასამართლომ იგი პატიმრობაში დატოვა. ამბობენ, რომ ონიანის ციხეში ჩარჩენა სააკაშვილის ინტერესებში იყო. მეორე მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ტარიელ ონიანთან. ბევრი ფიქრობს, რომ "ვარდების რევოლუცია" სწორედ მისი დახმარებით მოხდა, რადგან იმ პერიოდში პარტიას როგორც ფინანსურად, ასევე მხარდამჭერებითაც სწორედ ტარიელ ონიანი ამარაგებდა, თუმცა შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა "კრიმინალთან მებრძოლის" სტატუსი მიიღო ქვეყნიდან გააქცია ავტორიტეტი, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურად დარჩენილიყო. აქვე, წარმოგიდგენთ ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის მიერ მოძიებულ ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით, "შალიკიანმა ნაციონალების ერთ-ერთ დამფინანსებლად ტარიელ ონიანი გამოაცხადა. იმ პერიოდში მე, ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი, საკუთარ ინფორმატორებზე დაყრდნობით დეტალურად ვწერდი, როგორ გაურჩიეს ტარიელ ონიანს კანონიერმა ქურდებმა საქმე და როგორ ჩაარტყეს მას. არაქურდად მოსმული ონიანი კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ კანონიერი ქურდი იყო და მისივე ნებართვით, ხელდასხმითა და ხელშეწყობით გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც აღბეჭდილია რუსეთის შსს-ს შენობის დერეფანში მოსიარულე ონიანი, რომელსაც ეკითხებიან _ ვინა ხარ? ის პასუხობს _ კანონიერი ქურდი! ეს ხდება იმ დროს, როცა ონიანს უკვე ჩაარტყეს და არაქურდად მოსვეს. ამის შემდეგ, ონიანს, რომელსაც “სხადნიაკზე” აწ გარდაცვლილმა კანონიერმა ქურდმა იაპონჩიკმა ერთ-ერთ ბრალდებად პოლიტიკაში გარევა, ბადრი პატარკაციშვილის დასმენა და რამდენიმე კანონიერი ქურდის ჩაშვება წაუყენა (რაზედაც, სხვათა შორის, ონიანს საპირისპირო გამაბათილებელი არგუმენტები არ ჰქონდა), რამდენჯერმე აპატიმრებენ, “პარსავენ”, ფულს ახევენ და ისევ უშვებენ. საბოლოოდ ონიანი მაინც დააპატიმრეს და ახლა ის ციხეში ზის. როცა საქართველოში გასკდა ამბავი ონიანის ნაციონალებთან კონტაქტის შესახებ, სააკაშვილმა ვერის ბაღთან კანონიერი ქურდების სურათები (პლაკატი) გამოფინა, სადაც ონიანის სურათიც იყო ჩასმული. ამ პლაკატმა ზუსტად ერთი დღე “იცოცხლა”, ვიღაცამ დაწვა და დღემდე არაა ცნობილი, დაიწყო თუ არა პოლიციამ ამ ფაქტის გამოძიება. რეალობა ერთია _ პლაკატი იმ დღის შემდეგ არავის უნახავს! სააკაშვილის იდეამ _ მე ყველა კანონიერი ქურდის წინააღმდეგი ვარ, _ მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა და ისე გარდაიცვალა, მეორედ მისი განმეორების სურვილი არავის გასჩენია." 2010 წლის 19 ივლისს ონიანს სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, ონიანის სასამართლო პროცესი კანონის დარღვევით ჩატარდა. 2010 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში ტვერსკის ქუჩაზე განხორციელდა თავდასხმა კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანზე. გავრცელებული ინცფორმაციით უსოიანზე თავდასხმა ონიანმა დაგეგმა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ონიანი მონაწილეობდა „იაპონჩიკის“ მეტსახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობაში. 2011 წლის მარტში ესპანეთის მთავრობის თხოვნით, ონიანი ექსტრადირებული იქნა რუსეთიდან ესპანეთში. 2013 წლის 16 იანვარს მოსკოვის ცენტრში მოკლული იქნა კანონიერი ქურდი ასლან უსოიანი. მაშინ როდესაც უსოიანი რესტორან „ძველი ფაეტონიდან“ გამოდიოდა, დაქირავებულმა მკვლელმა მისი მისამართით As Val-ის ტიპის ავტომატიდან გაისროლა. პოლიტიკა სახელმწიფო კრიმინალი რევოლუცია
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 4 weeks ago
შსს: ხანძარი ვარკეთილში ლოკალიზებულია
ვარკეთილში მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი. უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განვხადებაში. ხანძარი ვარკეთილი შსს tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რა მოხდა ბათუმის თევზის ბაზარში?
ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფეთქების ხმა დილის 6 საათზე გაისმა. შედეგად კაფე ჩამოინგრა. ობიექტში არსებული ინვენტარის უმრავლესობა დაზიანდა. თევზის ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დილით მისულებს შენობა ჩამონგრეული დახვდათ. ისინი ვარაუდობენ, რომ ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, თუმცა ჩამონგრევის დროს გვერდით შენობაში იყო გადასული. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ​დაზიანებულია შემთხვევის ადგილზე გაჩერებული ავტომობილებიც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
+2
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 4 weeks ago
შსს: ხანძარი ვარკეთილში ლოკალიზებულია
ვარკეთილში მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი. უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განვხადებაში. ხანძარი ვარკეთილი შსს tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
აფეთქება თევზის ბაზარში-პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან
ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფეთქების ხმა დილის 6 საათზე გაისმა. შედეგად კაფე ჩამოინგრა. ობიექტში არსებული ინვენტარის უმრავლესობა დაზიანდა. თევზის ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დილით მისულებს შენობა ჩამონგრეული დახვდათ. ისინი ვარაუდობენ, რომ ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, თუმცა ჩამონგრევის დროს გვერდით შენობაში იყო გადასული. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ​დაზიანებულია შემთხვევის ადგილზე გაჩერებული ავტომობილებიც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. აფეთქება ბათუმი tbilisidaily
Nino Kakulia
Poti, Georgia · 2 months ago
"დოცენტის საქმე" - რატომ მოკლა რუსმა ისტორიკოსმა ასპირანტი გოგონა, შემდეგ კი სხეული დაანაწევრა
დოცენტის საქმე - ასე მოიხსენიებენ საინფორმაციო საშუალებები მკვლელობას, რომელმაც გასული წლის მიწურულს შოკში ჩააგდო რუსული საზოგადოება. ცნობილი ისტორიკოსი, დოცენტი ოლეგ სოკოლოვი, რომელმაც სახელი ნაპოლეონის დროინდელი ბრძოლების რეკონსტრუქციით გაითქვა, დიდი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მოკლული მისი მოწაფე, ასპირანტურის სტუდენტი 24 წლის ანასტასია ეშენკოა. სოკოლოვს მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი, მორიგი სასამართლო სხდომა 13 მაისს გაიმართება. მკვლელობა 2019 წლის 7 ნოემბერს მოხდა. მკვლელობის საქმე ოლეგ სოკოლოვი სამართალდამცავებმა, სანკტ-პეტერბურგში, მდინარე "მოიკაზე" ზურგჩანთით დააკავეს, რომელშიც ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს, სოკოლოვის სახლი გაჩხრიკეს, შემდეგ კი, იქ, იარაღთან ერთად, ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებიც აღმოაჩინეს. პეტერბურგული საზოგადოება მომხდარმა შეძრა... კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ სხეულის ნაწილები ასპირანტურის სტუდენტ გოგონას 24 წლის ანასტასია ეშენკოს ეკუთვნოდა. გამოძიების ცნობით, სოკოლოვმა უკანონოდ შენახული, გადაჭრილი სანადირო თოფით, ახლო მანძილიდან 4-ჯერ ესროლა გოგონას. მკვლელობიდან 2 დღე-ღამის განმავლობაში კი მის სხეულს ანაწევრებდა და მდინარეში ყრიდა. დაკავებისას ისტორიკოსი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მან დანაშაული თავიდანვე აღიარა. მოგვიანებით აღიარა ისიც, რომ ანასტასიასა და სოკოლოვს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ისტორიკოსის თქმით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე - ორმხრივი ეჭვიანობის გამო მოხდა. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ გოგონამ იძულებული გახადა მკვლელობა ჩაედინა. "ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი აგრესია. დანით თავდასხმა კი ენით აღუწერელი შემთხვევა იყო. ჩემს ცხოვრებაში აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. გოგონა, რომელიც იდეალური ქმნილება მეგონა, დროთა განმავლობაში ზღაპრის ურჩხულ გმირად იქცა", - განაცხადა სოკოლოვმა. მისი თქმით, მას და ანასტასიას დაოჯახება ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ის ცუდად ექცეოდა სოკოლოვის მცირეწლოვან შვილებს, რომლებიც ამჟამად ისტორიკოსის ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ სოკოლოვი გოგონას აგრესიაზე ლაპარაკობდა, პროკურატურის განცხადებით, ისტორიკოსმა გამიზნულად მიაყენა ზიანი 24 წლის ანასტასია ეშენკოს და ეს არ იყო გამოწვეული თავდაცვის მიზნით. მისი ქმედება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულად გადაკვალიფიცირდა. ოლეგ სოკოლოვი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ის მკვლელობის დროს შერაცხადი იყო. მაშინ, როცა მოსამართლემ სასმართლო სხდომაზე იკითხა, თუ რა მდგომარეობაში იპოვეს ანასტასია ეშენკო, სოკოლოვი ტიროდა. დაცვის მხარე ცდილობს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და ამბობენ, რომ სოკოლოვი აფექტურ მდგომარეობაში იყო. (წყარო) ანასტასია ეშენკოს დედა, გალინა გიორგიევნა, რომელიც პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია, თავად აწარმოებდა ალტერნატიულ გამოძიებას იმის გასაგებად, თუ რა დაემართა რეალურად მის გოგონას. პირველ რიგში, აღადგინა მოვლენათა ქრონოლოგია. მკვლელობის დღეს, ანასტასია ერთი დღით იყო ჩასული მოსკოვში. ის მალე ასპირანტურის ბოლო კურსს ამთავრებდა. 7 ნოემბერს გოგონა საღამოს 7 საათისთვის ბოლოს მამას ელაპარაკა. ამ დროისთვის ის სანკტ-პეტერბურგში ბრუნდებოდა. მშობლების თქმით, გოგონა კარგ ხასიათზე იყო, ის რამდენიმე დღეში სტუმრად ოჯახის წევრებს ელოდა. ტრაგიკული ამბავი 9 ნოემბერს ოჯახის წევრებს გოგონას ბიძამ გააგებინა. მან ნათესავის მკვლელობის შესახებ ტელევიზიით გაიგო. გოგონას ძმა კი ამბობს, რომ რამდენიმე საათით ადრე მას ანასტასია დაუკავშირდა და უთხრა, რომ სოკოლოვმა სცემა. ძმამ ურჩია წამოსულიყო ბინიდან, თუმცა გოგონამ მოიმიზეზა, რომ სოკოლოვის ბინაში მისი ნივთები იყო. მოგვიანებით ანასტასიამ ძმას უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა გოგონა იმავე საღამოს იმ მამაკაცის მსხვერპლად იქცა, რომელიც უყვარდა. მისი მშობლების თქმით, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მათ შვილს ურთიერთობა ჰქონოდა სოკოლოვთან, სწორედ ამიტომ, ანასტასიამ მშობლებს არ უთხრა, რომ ის ისტორიკოსთან ერთად ცხოვრობდა... ეს ამბავი მათ მხოლოდ ანასტასიას გარდაცვალების შემდეგ გაიგეს. ანასტასიას მეგობრები და ახლობლები ამბობენ, რომ ის ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ყველასადმი კეთილგანწყობილი ადამიანი იყო. გარდა ისტორიისა, გატაცებული იყო ფერწერით და ოცნებობდა საფრანგეთში სწავლაზე. "მთავარია იყო მართალი და რაღაც გააკეთო ადამიანებისთვის, დანარჩენად... ყველას ერთი ბოლო აქვს, მაგრამ არის სული, რომელიც როგორმე უნდა გადაარჩინო" , - ეს წარწერა ნახეს მეგობრებმა ერთ-ერთ მის წიგნზე... © კვირის პალიტრა#killer #goodplaces #news #opinion #photo Tbilisi
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 4 months ago
ხანძარი ქალაქის მთავარ სავაჭრო ბაზარში… ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ კეჩის ბაზრობაზე არსებული სავაჭრო სივრცე ‘’იმერეთი’’-ის ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა. 112-ში აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ზარი საღამოს 11 საათზე შევიდა. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბაზრის ტერიტორიაზე სახანძრო მანქანებიც გამოჩნდნენ . ადგილზე სულ 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოცხადდა. მიუხედავად ცეცხლის დიდ ფართობზე გაჩენის საშიშროებისა, სამაშველო დაჯგუფებების ოპერატიული მოქმედების შედეგად ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ლიკვიდირების შემდეგ დადგინდა, რომ დაზიანებულია სავაჭრო ცენტრ ‘'იმერეთის’' მთავარი შესასვლელის მარცხენა ფლიგელის მეორე სართული. უსაფრთხოების მიზნით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, რომელიც საშიშროების გაქრობისთანავე ოპერატიულად აღდგა. მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”-ში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის განზრახ წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობას გულისხმობს. #ქუთაისი #კეჩი #კეჩისბაზრობა #ხანძარი #დაზარალებულები #kutaisidaily #news Kutaisi
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi, Georgia · 5 days ago
წინანდლის სასტუმროში ხანძარი ლიკვიდირებულია
სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში" ხანძარი საუნის ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია. ყველა დამსვენებელი გადაყვანილია სასტუმრო „პარკ ჰოტელ წინანდალში“. ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია ავრცელებს. ხანძარი წუხელ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც, დაუყოვნებლივ დაიწყო შენობაში მყოფი პერსონალის და დამსვენებლების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 35 მეხანძრე-მაშველი და 6 ერთეული ტექნიკა.#ახალი_ამბები#twitter
Gi Ga
Tbilisi, Georgia · 1 month ago
თეთრი გენოციდი-ის რაზეც მსოფლიო დუმს
დღევანდელი ანტირასისტული მსოფლიო ისტერიის და ძეგლების დემონტაჟების თუ ანტირასისტული ვანდალიმიზის პარალელურად მოვიძიე საინტერესო ინფორმაცია რეალურ რასიზმზე რომელიც სამხრეთ აფრიკაში ამ სკანდალის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. წარმოიდგინეთ რა ამბავი მოჰყვა ერთი შავკანიანის სიკვდილს რომელიც რასიზმზე მეტად გაუფრთხილებლობით და ძალის გადამეტებით მოხდა, თუმცა რადგან მსხვერპლი შავკანიანი იყო ყველამ რასიზმად მონათლა, თუმცა ღია რასიზმის არანაირი კვალი არ ჩანდა ჯორჯ ფლოიდის საქმეში. ის დაკავების დროს ძალის გადამეტებას ემსხვერპლა, რაც რა თქმა უნდა დიდი ტრაგედიაა, მაგრამ უარესი ტრაგედიები წლებია ყოველდღე ხდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ზიმბაბვეში. რა ვიცით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე? ამ მიწაზე ბანტუს ხალხების მოსვლამდე ცხოვრობდნენ ჰერეროს და ჰოტენტოტების ასევე ბუშმემების ტომები. იგი პირველად ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს 1652 წლის 6 აპრილს იან ვან რიბეეკმა ოსტინდოეთის კომპანიის სახელით და დააარსა დასახლება შტორმების (მოგვიანებით კეთილი იმედის) კონცხზე. XVIl-XVlll საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ჩამოდიან და ცხოვრებას იწყებენ კოლონისტები ნიდერლანებიდან საფრანგეთიდან, გერმანიიდან. 1770 იან წლებში ხდება შეტაკებები ჩრდილოეთიდან დაძრულ კოსას ტომებთან რამაც შემდგომში რეგულარული სახე მიიღო და ისტორიაში შევიდა როგორც კაფრებთან სასაზღვრო ომი რაც გამოწვეული იყო თეთრკანიან ჩამოსახლებულების პრეტენზიებზე აფრიკელი მოსახლეობის კუთვნილ მიწებზე. კაპის კოლონიაში შემოჰყავდათ მონები ჰოლანდიის სხვა კოლონიებიდანაც მაგ. ინდონეზიიდან, მადაგასკარიდან. კაპის კოლონისტები და ადგილობრივი ავტოქტონური აბორიგენი მოსახლეობა შეერივნენ ერთმანეთს ასევე სხვა ეთნოსები და საბოლოოდ რთული ეთნოგენეზის შედეგად ჩამოყალიბდნენ "კაპის ფერადების" ეთნოსი რომელიც დასავლეთ კაპის პროვინვიის მოსახლეობის 50 % შეადგენენ. ნაპოლეონის მიერ ჰოლანდიის ანექსიის შემდეგ ინგლისს გაუჩნდა შიში რომ ფრანგები დაიპყრობდნენ სამხრეთ აფრიკის ნაყოფიერ სანაპირო ზოლს და ჰოლანდიურ კოლონიებს. ამიტომ თავად დაიწყეს სამხრეთ აფრიკის ინტერვენცია. ბურებმა ინგლისელ დამპყრობლებთან სისხლიანი ომი გამართეს ამ ომებს ხელი შეუწყო ოქროს აღმოჩენამ ვიტვატერსრანდის მთებში. ინგლისელებთან ომებში ბურები დამარცხნენ მაგრამ მაინც შეძლეს დაეარსებინათ ორი ჰოლანდიური სახელმწიფო ტრანსვაალის რესპუბლიკა და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო. ამ რეგიონებში ოქროს და ალმასების საბადოების აღმოჩენამ ფრანგები და ინგლისელები ახალ ომამდე მიიყვანა და ისინი ერთმანეთს შემდეგ კი ბურებს დაუპირისპირდნენ. ინგლისმა სამხრეთ აფრიკაში შავკანიანების მონათმფლობელობა 1806 წელს აკრძალა თუმცა1833 წლამდე ეს კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გავრცელებულა. ინგლის ბურების პირველი ომი 1880-1881 წლებში მოხდა და ბურების გამარჯვებით დასრულდა რადგან ინგლისს არ სურდა ხანგრძლივი ომი ეწარმოებინა შორეულ მიწებზე. 1877 წელს ტრანსვაალის ანექსია მაინც მოახერხეს ინგლისლებმა ამ დროს მათი რაზმი სულ 25(!) მებრძოლისგან შედგებოდა და ტყვიის გაუსროლებლად მოახერხეს ტრანსვაალის ხელში ჩაგდება. 1899-1902 წლებში მოხდა ინგლის ბურების მეორე ომი. სადაც ბურები დამარცხდნენ. საბოლოოდ სამხრეთ აფრიკა ბურების კოლონიებითურთ ინგლისს დაექვემდებარა, ამის შემდეგ დაიწყო სასტიკი ომი ადგილობრივ აფრიკელებსა და ევროპელ კოლონიტაზორებს შორის. შავკანიანები ომში დამარცხდნენ რის შემდეგაც გეტოებში შეასახლეს და ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები. 1931 წელს მიიღეს ვესტმინსტერის რეზოლუცია, რომელმაც გაამყარა სამხრეთ აფრიკის კავშირის მდგომარეობა და იგი როგორც დომინიონი შევიდა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ. 1934 წელს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის გაერთიანებული პარტია იგი მოიცავდა პრობრიტანულ და ბურების ეროვნულ კოგრესს. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გაიყო ეროვნული პარტიის აზრები ჩართულიყვნენ ომში ბრიტანეთის თუ ნაცისტური გერმანიის მხარეს. 1948 წელს არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა კონგრესმა და დამყარდა აპართეიტის რეჟიმი. ამ დროიდან დაიწყო ისედაც შევიწროებული შავკანიანების უფლებების ჩამორთმევა და აკრძალვები. მათ აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა, შერეული ქორწინებები, დასაქმება საჯარო სივრცეში და უამრავი სხვა სამოქალაქო უფლება მათ შორის სამხედრო სამსახური. აპართეიტი გაუქმდა 1994 წელს და ხელისუფლებაში მოვიდა ნელსონ მანდელა და აფრიკული ეროვნული კონგრესი. თუმცა რასიზმი არსად გამქრალა. თუ აპართეიტის პერიოდში იგი ძირითადად მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ვლინდებოდა მას შემდეგ რაც ძალაუფლება შავკანიანებმა აიღეს დაიწყო ტოტალური ძალადობა და თეთრკანიანების ფიზიკური ტერორი და მკვლელობები. სამხრეთ აფრიკის 59 მლნ მოსახლეობდან დღეს თეთრკანიანი უმცირესობა 9 % ზე ნაკლებია. მათი 38% ბრიტანელების შთამომავლები არიან, 58% აფრიკანერები (ბურები) და ასევე მცირე რაოდენობით ფრანგი კოლონისტების შთამომავლები. დღეს სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანი მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა არის ე.წ "ფერმერების მკვლელობები". ბოლო 20 წელია მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმები თეთრკანიანი ოჯახების ფერმებზე, ხშირ შემთხვევებში მათ ჯგუფურად აუპატიურებენ ცემენ და კლავენ. 1999 წლიდან მოყოლებული აღინიშნა 9400 თავდასხმა ფერმებზე რა დროსაც რასობრივი მოტივით მოკლეს 2500 უდანაშაულო ადამიანი. ძალადობის სტატისტიკა მუდმივად მზარდია 2006-2009 წლებში 25% ით გაიზარდა ფერმერების მკვლელობათა რაოდენობა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი რომ ადგილობრივი პოლიცია ვერ (არ) ებრძვის ფერმერების მკვლელობებს. რაზეც ამ დანაშაულით დაკავებულების ძალიან მცირე სტატისტიკაც მეტყველებს. ამ დროს კი უკვე თეთრკანიანი ფერმერების მკვლელობები ეთნიკურ რასობრივი მცოცავი გენოციდის სახეს იღებს. ძალადობის და რასობრივი შეუწყნარებლობის წახალისებას პოლიტიკოსებიც უწყობენ ხელს. ქვეყნის მმართველი პარტია აფრიკის ეროვნული კონგრესის მიდგომა ცალსახად რასისტულია. მისი წევრები მღერიან აპართეიტის დროინდელ სიმღერას რომლის საკვანძო სიტყვებია "მოკალი ბური, მოკალი ფერმერი". 2010 წლის მარტში სამხრეთ აფრიკულმა სასამართლომ მიიღო კანონი რომლის მიხედვით ეს სიმღერა იყო არაკონსტიტუციური და რასობრივი შეუწყნარებლობის ხელის შემწყობი და აიკრძალა მისი საჯაროდ შესრულება. მაგრამ აფრიკული ეროვნული კონგრესის გენერალურმა მდივანმა გვედე ნანტაშემ განაცხადა რომ ეს სიმღერა არაკონსტიტუციურად ვერ ჩაითვლებოდა რადგან აფრიკული ფოლკლორის ნაწილი იყო და დემონსტრაციულად საჯაროდ დაიწყო მისი შესრულება პარლამენტის შენობაში. მმართველი პარტიის შეკრებებზე მხარდამჭერი აქტივისტების მხრიდან ხშირად არის წარმოდგენილი პლაკატები წარწერით "ერთი თეთრი ერთი ტყვია", "მოკალი თეთრკანიანი". ამგვარი პოლიტიკით მმართველი პარტია თავად უწყობს ხელს რასობრივ ძალადობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რასისტული რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჯულიუს მალემა "აფრიკული ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ლიგის ლიდერი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ გავლენიან ძალას წარმოადგენს. გარდა ფერმერების მკვლელობებისა სამხრეთ აფრიკელი თეთრკანიანების (აფრიკანერების) მდგომარებას ამძიმებს დისკრიმინაცია დასაქმების თვალსაზრისით. ე.წ. "affirmative action" წარმოადგენს ოფიციალურ სამთავრობო პოლიტიკას რომლის თანახმადაც დასაქმებაში ყველა კომპანიამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას იმის მიუხედავად თუ რამდენად პროფესიონალი კადრია. ეს პოლიტიკა აპარტეიდის დასრულების შემდეგ დაიბადა. რასიზმის ერთ ერთი სკანდალური მაგალითია NedBank ის პოლიტიკა, 2005 წელს მათ გამოიტანეს გასაყიდი აქციების სპეციალური სერია და ყიდვის უფლება მიანიჭეს ყველა რასას გარდა თეთრკანიანებისა! ესაა ოფიციალური გაცხადებული რასიზმის პოლიტიკა რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. რასისტული რეჟიმის და მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო თეთრკანიან აფრიკელთა ნაწილი ემიგრაციაში მიდის. 1990 იანი წლებიდან 900.000 მა აფრიკანერმა დატოვა ქვეყანა. აღსანიშნავია რომ ისინი (აფრიკანერები) ჩამოყალიბდნენ როგორც ადგილობრივი ეთნოსი და მათი ენა აფრიკაანსი არცერთ სხვა ენას არ ენათესავება. აფრიკანერები და ბურები ადგილობრივი აფრიკელი თეთრკანიანები არიან საკუთარი ენით და ეთნიკური იდენტობით, რომლებსაც სხვა ისტორიული სამშობლო აფრიკის გარეთ არ გააჩნიათ რაც მათ მდგომარეობას უფრო ამძიმებს. რასიზმის პოლიტიკა დასაქმების სფეროში ამძიმებს მათ მდგომარეობას. 1995 წლიდან 2005 წლების პეროოდში გ⁴აჩნდა თეთრი გეტოები სადაც უმძიმეს ეკონომიკურ სიღარიბეში უწევთ თეთრკანიანებს ცხოვრება. 430.000 ადამიანი ცხოვრობს ე.წ "სკუატერებში", მკვლელობის, შიმშილის და რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემების პირისპირ. 1994 წლიდან აპართეიტი დასრულდა მაგრამ რასიზმი არა, იგი თავისი მახინჯი ფორმით განაგრძობს არსებობას და მთლიანად თეთრკანიანთა წინააღმდეგ არის მიმართული. აპართეიტის შემდეგ მოკლულია 700.000 ზე მეტი თეთრკანიანი რასობრივი ზიზღის მოტივით. 1 მილიონზე მეტმა ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, ხოლო 400.000 ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხივრობს, რა დროსაც მსოფლიო რასიზმს ებრძვის ერთი შავკანიანის ტრაგიკული მკვლელობის გამო მაგრამ არავინ იღებს ხმას ათიათასობით თეთრკანიანის მკვლელობაზე, მსოფლიო დუმს ამ ტრაგედიაზე და რეალურ რასიზმზე 21-ე საუკუნეში, რაც უკვე შეფასდა როგორც თეთრი გენოციდი!
+4