წითელი კომბოსტო
მეტად სასარგებლოა ტვინის აქტივობისათვის, რადგან მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც აფერხებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას. სასურველია წითელი კომბოსტო მწვანე ხახვთან, სტაფილოსთან და ზეითუნის ზეთთან ერთად მივირთვათ.
ჭარხალი
ძალიან სასარგებლოა ტვინისათვის აგრეთვე ჭარხალი. მასში უხვადაა ბეტაინი, რომელიც ამაღლებს გუნება-განწყობას, აძლიერებს ყურადღებასა და კონცენტრაციის უნარს.
დიეტოლოგები გვირჩევენ: ჭარხალი უმად მივირთვათ, ზეითუნის ზეთითა და ძმრით. ჭარხლის დამატება უმი სახით რეკომენდებულია სალათებში.
ისპანახი
ტვინისათვის განსაკუთრებულად სასარგებლოა ისპანახი. ის უხანგრძლივებს ნეირონებს სიცოცხლეს და აძლიერებს ტვინის შემეცნებით აქტივობას.
#news
#health
#forhealth
#healthyfood
Tbilisi