"სოხუმს ხანძრების ჩაქრობაში თბილისი დახმარება არ სჭირდება". ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა "სოვას" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განუცხადა.
"ამის საჭიროება არ დგას. ჩვენი სამსახურები თავს ართმევენ" - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან. 7 იანვარს ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. მანამდე ხანძრის რამდენიმე კერა იყო გალის რაიონში, რომლის შედეგადაც, სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ტყეს ასევე ეკიდა ტყვარჩელის და ოჩამჩირის სოფლების მიმდებარედ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა