2 votes
comments
shares
Save
პროდუქტებში საღებავ Sudan-ის არსებობას საქართველოში წელსაც შეისწავლიან
83 reads
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 3 weeks ago

სურსათის ეროვნული სააგენტო წინა წლების მსგავსად თევზისა და სურსათის სხვა პროდუქტებში მავნე ნივთიერებების არსებობას შეისწავლის. სააგენტო მომსახურების შეძენას ლატვიური კომპანიისგან აპირებს და ჯამში 32 898 ევროს გადაიხდის.

"ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი ლაბორატორიები ვერ გვთავაზობენ აღნიშნულ მომსახურებას უცხოური, ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების მეშვეობითაც", - აღნიშნავს სურსათის სააგენტო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

ამ თანხით დეკემბრამდე კვლევა ჩატარდება თევზის 30 ნიმუშზე და შეისწავლიან ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენების შემცველობას. გარდა ამისა, კვლევა ჩაუტარდება სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს, ჯამში 34 ნიმუშს და ისინი შემოწმდება შემდეგ საღებავებზე: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red 7n და Para Red.

“სუდან 1” არის არასაკვები საღებავი, რომელიც აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაცით ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებისთვის გამოიყენება.

ის წითელი შეფერილობისაა და მახასიათებლებში მითითებულია, რომ საკვებში გამოყენება დაუშვებელია. მიზეზად კი სახელდება ის, რომ “ადამიანის დნმ-ზე ახდენს პირდაპირ გავლენას”. აქვე აღნიშნულია, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე "სუდან 1" კიბოს გამომწვევ ნივთიერებად არის მიჩნეული.

ვროკავშირის ბაზარზე საღებავი “სუდან 1” 15 წლის წინ წიწაკისგან დამზადებულ სოუსებში აღმოაჩინეს. მაშინ პროდუქცია მთლიანად გაიტანეს ბაზრიდან. ამას მოჰყვა ბაზარზე კონტროლის გამკაცრება და კანონმდებლობის დახვეწაც, რათა საღებავი საკვებ პროდუქტებში არ მოხვედრილიყო.

2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების სამ პარტიაში საღებავი „სუდანი“ გამოვლინდა.

https://www.radiotavisupleba.ge/a/30714005.html #ახალი_ამბები#twitter
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 3 weeks ago
2
Write a comment