ერგეტაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

0
ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. მერის წარმომადგენელი როინ გაბრავა აცხადებს, რომ ცეცხლი სახლში გვიან ღამით გაჩნდა. ამ დროს კი 60 წლის მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. "სავარაუდოდ ეძინა, მარტო იყო სახლში. დაახლოებით დილის 4 საათზე გაჩნდა ცეცხლი, სახანძროც მალე მოვიდა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა." შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ზუგდიდი ერგეტა ხანძარი მსხვერპლი შსს მერია
zugdididaily
_____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
0