2 votes
comments
shares
Save
5 reads
Berdia Kalandia
Tbilisi · 1 year ago

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო

სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო

მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო

შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ს.ბ. და აზერბაიჯანის

რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის

ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული

საშუალება - ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის

ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით

მიმდინარეობს.


Berdia Kalandia
Tbilisi · 1 year ago
2
Write a comment