სექტემბერ-ოქტომბერში დევნილები ახალ სახლებში გადასვლას შეძლებენ- ბესარიონ სიმონიშვილი

0
7 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახების სოფლის ტიპის დასახლება გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლება მოინახულეს. მარნეულიში 31 ეკომიგრანტ ოჯახს, რომლებიც ამჟამად ე.წ. ელევატორის დასახლებაში ცხოვრობენ, სახლები უშენდებათ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით, 10 მილიონი ევრო გადასცა. ნაწილი კი მარნეულში, სოფლის ტიპის დასახლებაზეა გათვლილი. დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირქტორის, ბესარიონ სიმონიშვილის თქიმთ, სახლების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. პროექტის დასრულების შემდეგ 21 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ახალ სახლებში შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას. პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონ ოთხასი ათასი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სექტემბერ-ოქტომბერში დევნილები შეძლებენ სახლებში გადასვლას" გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა , რომ საქართველოს და გერმანიის ურთიერთობა მნიშვნელოვანია. "ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ დევნილებს შევუქმნათ კარგი პირობები. მე მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ხდება აქ, მარნეულში. ჩვენ ვაშენებთ პატარა სოფელს 31 ოჯახისათვის და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა, რომელიც აქ დასახლდება, ექნება საუკეთესო პირობები“ 31 დევნილი ოჯახის სახლი მოინახულა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ამ პროექტში დევნილი მოსახლეობა თვითონ არიოს დასაქმებული ამ სახლების მშენებლობაში და ეს ზრდის მათ მოტივაციას და გარდა მოტივაციისა, მათ მშენებლობის პროცესში აქვთ ანაზღაურებაც. თითოეული სახლი განთავსებულია დაახლოებით 2000 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, რაც დამატებით აძლევთ მათ საშუალებას აწარმოონ სასოფლო სამეურნეო საქმიანობა“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვლის განმარტებით, დევნილთა დასახლებაში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა უბნის კეთილმოწყობა. აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. რამდენიმე ათეული დევნილი ოჯახი დღემდე ძალიან მძიმე ყოფაში ცხოვრობდნენ. მათ ჰქონდათ საკუთრებაშო საკარმიდამო მიწა და საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი ძალისხმებით აქ 31 კომფორტული საცხოვრებელი სახლი სულადობის შესაბამისად შენდება“ ერთ-ერთი დევნილი, მზია ბაქრაძეა აბობს, რომ ეწ.ელევატოპრის დასახლებაში რთულ პირობებში 29 წელია ცხოვრობს. ახალ სახლში გადასვლას კი მოუთმენლად ელის.  ჩვენ ვართ დევნილები ჯავის რაიონის სოფელ ქარძმანიდან. აქ ძალინ ცუდ პირობებშ 29 წელი ვცხოვრობდით. ახლა ძალიან კარგი სახლები აგვიშენდა. ძალიან გახარებულები ვართ, ძალიან დიდ მადლობას ვუხდით გერმანიის და საქართველოს მთავრობას“ აღსანიშნავია, რომ გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პოექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებასაც ითვლისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
#დევნილები
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო: რადიო მარნეული
#ახალიამბები
0