⭕️საქართველოში წარმოებულ ელექტრომობილს ერქმევა "ორვო"
#BMG
სამრეწველო დიზაინერის ზვიად ციკოლიას ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი "ორვო" იქნება. ამის შესახებ ციკოლია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. სწორედ ციკოლია იქნება აღნიშნული ავტომობილის დიზაინერი.
"საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია. "ორვო" ძველ კოლხურად ნიშნავს რვას, უსასრულობას. ავტორი გიგა ხატიაშვილი", – წერს ზვიად ციკოლია.