დაიხოცნენ თავისუფლების რელიგიით

0
კიდევ ერთი უჩვეულოდ სასიამოვნო დღე გათენდა საქართველოში. , , მამაცი გული“ უცნაური შემართებით ადევნებდა თვალს იუნკერთა სასწავლებელში სადღესასწაულო მზადებას. უცნაური იმიტომ, რომ კვლავ საბედისწეროდ ჩაესმის თანამოძმეების ყვირილი , , ბოლშევიკებმა მძინარე იუნკერები დაატყვევესო“. შემდეგ იყო ტყვიების წვიმა, კვამლის ბურუსი და ქარად მონაბერი დაჭრილთა კვნესა. , , მამაცი გული“ შეუპოვრად მიიწევდა ტყვედ ჩავარდნილი ძმადნაფიცის გადასარჩენად, მაგრამ... თითქოს კვლავ ცხადად დაჰყურებს პირქვე დამხობილ უსულო სხეულს. ახლა ორი მაისი მხოლოდ კოშმარულ სიხარულად მოეჩვენება. პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის უშიშრობამ და გამბედაობამ გამარჯვება არგუნა ახალგაზრდა მებრძოლებს, თუმცა არსებულმა სისასტიკემ შეიწირა ღირსეული იუნკერის სიცოცხლე. , , მამაცი გული“ სევდასთან ერთად დიდ სიხარულს გრძნობდა. საბოლოოდ, აიხდენდა სურვილს ნოე ჟორდანიას პირისპირ შეხვედროდა. იუნკერთა ჯანგოისტურ სულისკვეთებაზე მთელი თბილისი ალაპარაკდა, რამდენიმე საათში კი მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ეწვია მათ. ვინ იფიქრებდა, რომ , , კარცერიდან“ 1918 წლის 26 მაისს გამოქცეულ ქართველებს გადაჩვეული თავისუფლება ყოველი ამოსუნთქვის ფასად დაუჯდებოდათ. , , მამაცი გული“ მაშინ სულ რაღაც 16 წლისა იყო. მიუხედავად ამისა, კარგად ერკვეოდა მიმდინარე პროცესებში და ხვდებოდა, რომ პოლიტიკური ელიტა ფსიქოლოგიურად არ იყო მზად დამოუკიდებლობისთვის. მიზნად დაისახა სამშობლო დაეცვა საკუთარი სიცოცხლის ფასად. იხსენებს, როგორ მოლოდინით უსმენდა რადიოს ოჯახთან ერთად. ყოველი სიახლე აკრთობდა, აღელვებდა, სუნთქვას უძნელებდა...რადიოში ჟურნალისტის რამდენიმე წუთიანი დუმილი საუკუნედ გადაექცეოდა ხოლმე და როცა ქალის მშვიდი ხმა ჩაესმოდა, წამიერად ოცნება ჰაერში აიტაცებდა. იცოდა, ამიერკავკასიის სეიმის დაშლა კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა გამარჯვებისკენ. მხოლოდ ნოე ჟორდანიას მტკიცე და სამართლიანმა ხმამ შეძლო , , მამაცი გული“ რეალობაში დაებრუნებინა, თუმცა ეს იყო უჩვეულო რეალობა, თავის უფლების შეგრძნებით: , , საქართველო დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა“. ხუთ საათსა და ათ წუთზე დაიბადა ახალი საქართველო გადაჩვეული თავისუფლებით. , , მამაც გულს“ პაპისაგან დაჰყვა ბუნებით სამშობლოს სიყვარული. ფეხმორთხმით კალთასთან დაუჯდებოდა შვიდი წლის ბიჭუნა და საათობით ისმენდა ისტორიებს წინაპართა ვაჟკაცობის, ბრძოლისა და თავგანწირვის შესახებ. დღეს კი სიამაყით გრძნობს, რომ სწორედ ამ ისტორიის ნაწილია. , , თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით ხელში მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს“. ამაყად თავაწეულნი მტრის წინააღმდეგ მიიწევდნენ ტკბილი ნაყოფის, თავისუფლების გადასარჩენად. ჯანგოიზმითა და პატრიოტული სულისკვეთებით შეპყრობილ , , მამაც გულს“ სწამდა, რომ , , ცუდად მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება“. სადღაც, გულის პატარა მიმალულ ნაწილში სევდასთან ერთად, კონფლიქტური განწყობილება გააჩნდა არსებულ სინამდვილესთან. მიაბიჯებდა მოძმეებთან ერთად და იხსენებდა იმ ბედნიერ წამს, როცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა , , საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. ბედთან შესახვედრად მიიწევდა და მხოლოდ თავისუფლების შენარჩუნების დაუოკებელი სურვილი მატებდა ძალას. ხვდებოდა, რომ , , ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც“ .წითელარმიელები კი ახლა ქართველთა საბოლოო დასაძლეველ ეტაპად ევლინებოდა. ახლა მხოლოდ ტყვიამფრქვევების გამგმირავი ხმა ჩაესმის. ხიდივით გადამხობილა სხეული დასასჯელებსა და დამსჯელებს შორის და , , მამაც გულს“ ახსოვს უკანასკნელი ფიქრები საბოლოო ამოსუნთქვამდე: , , გზამ ტყვეობიდან თავისუფლებამდე, მიმიყვანა თავისუფლების რელიგიით სიკვდილამდე“.
georgia
independencedayofgeorgia
tbilisigeorgia
გვახსოვს
0