სერბეთის დედაქალაქში საკარანტინო ზომების გამკაცრებას მასობრივი არეულობები მოჰყვა. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ბელგრადში სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.
დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან.
მანამდე პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყანაში სამდღიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა.