ექსკლუზივი: ბერას მეგობარი "კაწრო" არ არის, ყველამ იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი მამაკაცი - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

0
ვიდეოს შესახებ გამოძიებამ, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში სიუჟეტის გასვლამდეც იცოდა და ისიც იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი პიროვნება. ის ბერა ივანიშვილის მეგობარი „კაწრო“ არ არის. ამის შესახებ „2020NEWS”-ს 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ, იურისტმა მირიან ნიკოლაძემ ექსკლუზიურად განუცხადა. - რამდენად მნიშვნელოვანია გიორგის საქმისთვის ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ გამოკითხვა და გამოძიების მხრიდან ამ ნაბიჯს როგორ შეფასებთ, როგორც იურისტი? მირიან ნიკოლაძე: ვფიქრობ, რომ როგორც აუცილებლობა, ისე შეფასდება, ვინაიდან ამდენი ხანია, ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს და ახსენებს ვიღაც ადამიანების გარკვეულ წრეს. აქ მარტო ამ ადამიანზე არ არის საუბარი, გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს. - კადრები, სადაც გური ამირხანაშვილს ვიღაც თეთრპერანგიანი უახლოვდება და 4 წუთის განმავლობაში, ტრაგედიის ღამეს, ელაპარაკება უკვე თბილისში, შეფასებული იყო გამოძიებაში? - რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს., თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს. -ცნობილია თუ არა თქვენთვის ის ადამიანი, ვინც კადრებში ამირხანაშვილს უახლოვდება, გამოკვლეულია თუ არა, ვინ არის? - სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ან ხვალ გააკეთებენ განცხადებას. მე ამ საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ -თუმცა ამ თეთრპრეანგიან პიროვნებაზე გამოძებაში მანამდეც იყო მსჯელობა, ვიდრე გასაჯაროვდებოდა კადრები? ამის თქმა გინდათ? - რა თქმა უნდა, აქამდეც იყოს მსჯელობა, აბა რა, ყველამ იცის, ვინ ვინ არის. ახლა, უბრალოდ, აქტუალური ხდება იმის მიხედვით, ვიღაცა თემას რომ ექაჩება, ან აქეთ ან იქეთ. -როგორც თქვენი ლაპარაკიდან ირკვევა, ეს პიროვნება სულაც არ არის ავთანდილ ბილანიშვილი, ანუ ის თეთრპერანგიანი პიროვნება დადგენილია გამოძიების მიერ? ნამდვილად? - კი, კი. - როდის იქნება მზად ექსპერტიზის დასკვნა? - ჯერჯერობით, არ არის მზად. - გიგა ტატიაშვილის დაკავებული ძუდოისტის ადვოკატამა განაცხადა, რომ გური ამირხანაშვილის სიცოცხლეს შესაზლოა, საფრთხე ემუქრება და იგი მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა მოხვდეს. რამე თუ გსმენიათ ამ მოწმისესთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ? -ვერ გეტყვით, პირველად მესმის ამის შესახებ. - საქმის რომელიმე მოწმის სიცოცხლეს საფრთხე რომ ემუქრებოდეს, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა საგამოძიებო წრეებში? - არა და რამდენადაც ვიცი, ბავშვის თავისუფლად გადააგილებას არ ჰქონია არანაირი პრობლემა. ცნობისთვის, ამ წუთებში, შსს-ში იკითხება ბერა ივანიშვილის მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“. „კაწრო“ უწყებაში „მთავარი არხის“ გავრცელებული სკანდალური ვიდოეჩანაწერის გამო დაიბარეს. ვიდეოში, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მოწმე გურამ ამირხანაშვილთან მიდის სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსული უცნობი მამაკაცი, რომელთანაც ის, დაახლოებით, 4 წუთი ლაპარაკობს. გუშინვე, სატელევიზიო ეთერში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს მამაკაცი, სავარაუდოდ, სწორედ ავთო ბილანიშვილია. ბილანიშვილის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ „კაწრო“ ამ დროს დიდუბეში საერთოდ არ იმყოფებოდა და ამის უტყუარი მტკიცებულება არსებობს. https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/38192-?fbclid=IwAR3Xu03bgJXGCxzPjAsljGd5EAiEgDSSXS7Y3UOUEeecWhiMREefgkDEG8E
politics
news
0