6 votes
0 comments
0 shares
Save
3 views
George Toreli
Tbilisi · 10 months ago

ტობა REC 🎥


George Toreli
Tbilisi · 10 months ago
Similar Posts
George Toreli
Tbilisi, Georgia · 10 months ago
ტობა REC ⭕
George Toreli
Tbilisi, Georgia · 10 months ago
ტობა REC 🎥
George Toreli
Tbilisi, Georgia · 10 months ago
ტობა REC
George Toreli
Tbilisi, Georgia · 10 months ago
ტობა
George Toreli
Tbilisi, Georgia · 10 months ago
ელარჯი ლაივი ტობა
George Toreli
Tbilisi, Georgia · 10 months ago
ელარჯი ტობა სამეგრელო
George Toreli
Tbilisi, Georgia · 10 months ago
ტობა presents
Mariam Chabrava
Tbilisi, Georgia · 1 week ago
გსმენიათ ტობა-ვარჩხილზე?
გაყინული ტობა-ვარჩხილოს ტბა, რომელიც მდებარეობს სამეგრელოში. არის ულამაზესი ზამთარშიც და ზაფხულშიც ❤️#news #opinion #goodplaces #lakeTbilisi
+2
ტური საქართველოში
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ტობავარჩხილის ტბები-სამეგრელოს მთებში ჩაკარგული ტბა!
ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი) არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო - ზემო სვანეთში. ქედის ქვედა ზონა, 1200 მეტრამდე, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), უფრო ზემოთ, 2100 მეტრამდე, წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), ხოლო სულ ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებით. ქედიდან სათავეს იღებენ მდინარეები: მაგანა, ტეხური, ხობი, თხეიში, კასლეთი და სხვა. ეგრისის ქედი არაერთი ულამაზესი ტბის მშობელია. ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), ოხოჯეს ტობა (ცაშკიბულის ტობა, პატარა ტბა), კალალიშ ტობა, დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, ოკარეს ტობა, ლაკუმურაში და სხვა. ეგრისის ქედზე განლაგებულ ტობავარჩხილის ულამაზეს ტბებზე სხვადასხვა მარშრუტით შეიძლება მოხვედრა. ლაშქრობის დაწყება და დამთავრება შეგიძლიათ სამ ყველაზე გავრცელებული ადგილიდან: 1. მუხური; 2. სქური; 3. ხაიში. მარშრუტის დასაწყებად ყველაზე პოპულარული ადგილია მუხური, რადგან მუხურიდან მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შესაძლებელია ნათიფურუს მწყემების ქოხამდე მისვლა. მწყემსების ქოხი ზღვის დონიდან 1930 მეტრზე მდებარეობს და უმაღლესი წერტილია სადაც ტრანსპორტით შეიძლება მიხვიდეთ დარჩენილ ორ ვარიანტთან შედარებით. ქვემოთ გთავაზობთ მარშრუტის ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც მოიცავს ეგრისის ქედის ძირითად და შედარებით მარტივად მისადგომ ტბებს. მარშრუტი იწყება და მთავრდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში.
Darejan Kvaracxelia
Tbilisi, Georgia · 2 months ago
გაიცანით სამეგრელო!
ჩემო მეგობარო! მიხარია, რომ შეგიძლია გაეცნოთ ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებული სპეციალური გამოცემის ელ.ვერსიას, რომელიც მომავალში ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ყოველდღე შემოგთავაზებთ თითო ამბავს სამეგრელოზე. სურვილი გვაქვს, სამომავლოდ გამოვცეთ უნიკალური წიგნი-ალბომი „კოლხეთი, ლაზიკა, ეგრისი, ოდიში, სამეგრელო-ზემო სვანეთი“, სადაც მკითხველი გაეცნობა ისტორიას, ეთნოგრაფიას, გამოჩენილ ადამიანებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ფოლკლორს, ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-სიმაგრეებს, ფლორასა და ფაუნას. წინამდებარე გამოცემაში გაეცნობით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის რაიონების მოკლე ისტორიას, მიმდინარე უნიკალურ პროექტებს, მუზეუმებსა და კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლებს, ტურისტულ მარშრუტებს, ტობა ვარჩხილსა და მღვიმეებს, სვანურ კოშკებს, ადათობრივ სამართალსა და კოლხური ვაზის ჯიშებს. მოგითხრობთ კოლხური ოდის შესახებ, კიდევ ერთხელ გიამბობთ უნიკალურ ქართულ რუხ მუხურულ ფუტკარზე და სხვ. გადმოცემით, სამეგრელოს ისტორიული წარსული დაკავშირებულია ძველ კოლხეთთან, რომელშიც მთლიანად შედიოდა დღევანდელი სამეგრელო. ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენების შესაბამისად, ეს მხარე იცვლიდა გეოგრაფიულ-პოლიტიკურ სახელწოდებას. უძველეს დროს მას ეწოდებოდა კოლხიდა ან კოლხეთი, უფრო გვიანდელ პერიოდში – ლაზიკა ან ეგრისი, შემდეგ – ოდიში, ახლა ცნობილია სამეგრელო ზემო სვანეთის სახელწოდებით. სამეგრელოს ისტორია იყოფა – კოლხეთის, ლაზიკისა და ოდიშ-სამეგრელოს სამ მთავარ პერიოდად. საქართველოს ძველი ისტორია, ფაქტობრივად, კოლხეთის ისტორიით იწყება. არქეოლოგიური აღმოჩენებიც მოწმობს, რომ ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე მუდმივად იყო მოსახლეობა, რომელმაც შექმნა მაღალი და გამორჩეული კულტურა. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა მის კულტურულ-ეკონომიკურ განვითარებას შავი ზღვის სანაპიროზე. სტრაბონის ცნობით, კოლხებს ბლომად გამოჰქონდათ საბადოებიდან ოქრო, ვერცხლი და რკინა. მრავალი ძველი თქმულება არსებობს სვანეთის ოქროსქვიშიანი ნაკადულების შესახებ. უძველესი ისტორიული წყაროები და არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებენ, რომ ერთიანი ქართული ცივილიზაციის ფორმირების პროცესში სოციალურად და კულტურულად დაწინაურებულმა კოლხურმა ეთნოსმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულა. ასეული წლების განმავლობაში ეგრისის გავლით ქალაქ ფაზისზე გამავალი მაგისტრალური აბრეშუმის გზა შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ხალხთა დაახლოების, იდეებისა და ცოდნის, ენობრივი და კულტურული საგანძურის გაცვლა-გამოცვლის არტერიად იყო ქცეული. მოგზაურები, ჟამთააღმწერლები, ეთნოგრაფები, კოლხეთის შესაძლებლობებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ერთნი მას შავი ზღვის მარგალიტს, მეორენი პატარა წალკოტს, სხვანი კი ამქვეყნიურ სამოთხეს უწოდებდნენ. ორი კონტინენტის შესაყარზე მდებარე კოლხეთი თავისი ისტორიით, სხვადასხვა რელიგიასა და კულტურასთან თანაარსებობის უნარით, განსაკუთრებულ მხარედ აღიქმებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის თვალში. დღევანდელი სამეგრელო-ზემო სვანეთი, განახლებისა და სახეცვლილების სხვა საფეხურზე იმყოფება. აქ ხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოს შავიზღვისპირეთის აღორძინებასაც უდაოდ შეუწყობს ხელს. სამეგრელო-ზემო სვანეთი, როგორც მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონი, დიდი ხანია, საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. ამას ძირითადად განაპირობებს კოლხეთის უძველესი კულტურა, ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლები, მუზეუმები, მღვიმეები და გამოქვაბულები, კოლხეთის ულამაზესი დაბლობი და მისი უნიკალური, ხელუხლებელი ბუნება. სამეგრელოს ტერიტორიაზე ასეულობით ხუროთმოძღვრული ძეგლია, მათ შორის საკულტო ნაგებობანი და ეკლესია-მონასტრები. ლეგენდის ბურუსში გახვეული ოქროს საწმისი, რომელიც უძველეს კოლხეთს დანარჩენი მსოფლიოს თვალში ფუფუნების, სიმდიდრის, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის სტატუსს ანიჭებდა, სინამდვილედ იქცევა. კოლხეთზე მრავალი მითი და ლეგენდა შექმნილა, მისი კვლევა ჯერაც არაა დასრულებული, მაგრამ ახლა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ კოლხეთის უძველესი ისტორია მართლაც გამორჩეულია თავისი დიდებულებითა და უნიკალურობით. ჩვენი კუთხისადმი განუმეორებელი სიყვარული და წინაპრებისადმი უდიდესი პატივისცემა გვიბიძგებს, გამოვცეთ წიგნი-ალბომი, სადაც შერწყმული იქნება წარსული, აწმყო და უკეთესი მომავალი. მიუხედავად შეჭირვებული ჟამისა, გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც გაუჩნდება სურვილი ხელი შეგვიწყოს ამ უნიკალური წიგნი-ალბომის გამოცემაში. ჩემო მეგობარო! თუ შენს ოჯახში მოიპოვება ჩვენი კუთხის ისტორიის ამსახველი მასალები, მოგვაწოდე და მას ჩვენს მკითხველს გავაცნობთ. სასიამოვნო ვალდებულებად მივიჩნევთ განსაკუთრებული მადლობა ვუძღვნათ: ვალერი კვარაცხელიას, თენგიზ სარიშვილის, გოდერძი ბუკიას, ვასილ ხორავას, ირაკლი ხახუბიას, კახა ლატარიას, ლონდა ფიფიას, მარინა ლაგვილავას, გოგი ბერაძისა და რევაზ ნარმანიას ოჯახებს. შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას წირავს მათ, ვინს დაუზარელი თანადგომითა და დახმარებით ხელი შეუწყო წინამდებარე გამოცემის მომზადებას: ლილი ბერაიას, გიორგი კალანდიას, ელენე კავლელაშვილს, ელენე გაბლიანს, ნინო წერედიანს, პაატა ლაგვილავას, მაგდალინა თოდუას, მარიკა ნარმანიას, ეკა ბელქანიას, ინგა პაპასკირს, იგორ ფიჩხაიას, გოგიტა ჩიტაიას, სოფო მაჭავარიანს, ია ბჟალავას, მზია ერისთავს, ნუნუკა გრძელიშვილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს! მადლობა ბადრი ვადაჭკორიას, რომან თოლორდავას, ხვიჩა ნემსაძეს, ბესო ჯანჯღავას, ირაკლი შონ
+2