4 votes
0 comments
0 shares
Save
31 views
ვახტანგ ჭალისური
Kaspi · 10 months ago

ნისლი სახლსა წინა😂😂😂


ვახტანგ ჭალისური
Kaspi · 10 months ago
Similar Posts
ვახტანგ ჭალისური
Kaspi, Georgia · 1 year ago
#სიყვარულოძალსაშენსა😂😂
ვახტანგ ჭალისური
Kaspi, Georgia · 1 year ago
#ღრუსეთი ოკუპანტია😠😠😠
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha, Georgia · 1 week ago
ჩემი სოფელი ვითარდება
Jgali :)) ქვემოთ მოცემული სტატია წინა წლის ამ დროს დავწერე და Wordpress-ზე მქონდა გამოქვეყნებული. მაშინ გული ძალიან მტკიოდა, რადგან მიტოვებულ სახლებთან ერთად ბევრი უფუნქციო შენობა მხვდებოდა თვალში, მაგრამ დღეს მიხარია, რადგან ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ის ამბულატორია, რომელიც ვახსენე - უკვე გარემონტებული, მოწყობილი და საიმედო დასაყრდენია სოფლში მცხოვრებლთათვის. მოედანი, რომელიც "რუსთაველის" ქუჩაზე იყო - განახლებულია. როგორც აქაურები უწოდებენ,- "კანტორა"-ს ბაღიც კეთილმოწყობილია... და ყველაზე მთავარი ისაა, რომ Covid19-მა ბევრი ჩაკეტილი, ბოქლომდადებული სახლი გააღო! გილოცავთ და ვულოცავ ჩემ თავსაც, რადგან ძალიან მახარებს ეს ფაქტი! 1 year ago... _____________________________________ დასავლეთისკენ მიმავალი წალენჯიხასთან, მარცხნივ, ლაკადის მთებისკენ თუ გაიხედავთ, ულამაზეს სოფელს დაინახავთ. ეს ჩემი სოფელია - ჯგალი. მისი სახელის ხსენებაზე გული სიხარულით მევსება, რადგან ჩემთვის ბავშობასთან, ბედნიერებასთან, წარმატებასთან, სითბოსა და სიყვარულთან ასოცირდება,მაგრამ როცა ვუფიქრდები, ნაწილობრივ გულიც მწყდება, რადგან რაც დრო გადის, თანდათან უფრო მოწყენილი მეჩვენება აქაურობა. ჩაშავებული, მხრებჩამოყრილი, მიტოვებული სახლები, სევდიანი ორღობეები, ჩახრამული გზები. მოივლი მთელ სოფელს და ადრინდელ ჟრიამულს ვერ იგრძნობ. უამრავი მიგდებული, უყურადღებოდ დატოვებული შენობა და თვალცრემლიანი ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ პოულობენ, ღვთის ანაბარად არიან დარჩენილნი. ადრე ჩემი სოფელი უფრო ხალხმრავალი იყო. მერე ნელ-ნელა დაცარიელდა. ადრე რამდენიმე კოლმეურნეობის შენობა, სანატორიუმი და ამბულატორიაც იყო, მაგრამ ახლა, არც ერთია და არც მეორე. ყველაფერი დაიწვა, მიწასთანაა გასწორებული. როგორც მამაჩემი მიყვებოდა, ძველად ყველა ოჯახი იყო დასაქმებული. ირგვლივ კაცს ვერ ნახავდი შემოსავალი რომ არ ჰქონდა ისეთს. ჩაის კრეფდნენ, შრომობდნენ და თავს უპრობლემოდ ირჩენდნენო. მაგრამ ახლა, არც ის ჩაის პლანტაციებია, უწინ ყველა ოჯახისთვის შემოსავლის წყაროს რომ წარმოადგენდა. ჯგალში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. იმის გამო, რომ მუდმივი სამუშაო ვერ ნახეს, სოფლის არაერთმა მცხოვრებმა საკუთარი სახლი დატოვა და უცხოეთში წავიდა. სამუშაოდ ძირითადად იტალიაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიდიან. სოფელში ახალგაზრდებიც თითქმის აღარ არიან, ბევრი მათგანი სასწავლებლად დედაქალაქში გადავიდა, ბევრინ კი სამუშაოდ ხან სად დადის, ხან სად. ამ უკანასკნელს კი იმ შედეგამდე მივყავართ, რასაც სოფელი თანდათან დაცლა ჰქვია. ჯგალი ყველაზე აქტიურ, ენერგიულ და მრავალფეროვან ფაზაში მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულშია. მაშინ, როდესაც მდინარის სეზონი იწყება და ზაფხულის სუსხი არემარეს სიურპრიზებით ავსებს. წელიწადის ამ დროს, ყველა ეზო სავსეა ახალგაზრდებით. შეუძლებელია გზად მიმავალს გუნდად შეკრებილი ბავაშვების ბრბო არ შეგეჩეხოს. ზოგი მოედანზე მიდის ბურთის სათამაშოდ, ზოგი მდინარეზე, ზოგი კი სეირნობს და ბუნების გრანდიოზულობით ტკბება. ეს სამი თვე ყველაზე მეტად უხდება ჯგალს. თითქოს ამ პერიოდში ხელახლა იბადება, ახალ სიცოცხლეს იძენს. ყოველი დილა მერცხლების ჭიკჭიკით იწყება და გვიანობამდე ცენტრში შეკრებილი ბავშვების ჟრიამულის ხმით მთავრდება, მაგრამ ეს აქტიური ცხოვრება ზაფხულის დამთავრებასთან ერთად მთავრდება. ჩამოსულები უკან ბრუნდებიან, ხოლო ადგილობრივები ჩვეული რიტმით განაგრხობენ ცხოვრებას. დარაბებს მიღმა გაზაფხულია?! რამდენად შეესაბამება ეს ფრაზა სინამდვილეს ნისლით არის მოცული, თუმცა რეალობის სხივს ვერანაირი ნისლი გაუძლებს და ბოლოს, დარაბებს მიღმა სოფელია და სოფლის პრობლემები, რომელიც აღმოფხვრას საჭიროებს.#ჯანსაღიცხოვრება #ბიზნესი #სპორტი #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
+3
ძველი თბილისის ქრონიკები
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
რა ადგილია გამოსახული ფოტოზე ?
ახლანდელი ბარათაშვილის აღმართზე გზის გაჭრის იდეა ფარსადან ციციშვილს (ციციანოვი) უკუთვნის. მანვე საკუთარი ხარჯებით გაიყვანა გზა, რასაც თბილისის საზოგადოება დიდი კმაყოფილებით შეხვდა. ფარსადან ციციშვილი იყო ბიძაშვილისშვილი მთავარმართებელ პავლე ციციანოვისა, რომელიც 1806 წლის იანვარში ბაქოს აღებისას ვერაგულად მოკლეს და იქ დაკრძალეს. 1812 წელს მთავარმართებელმა მარკიზ პაულუჩიმ პავლე ციციანოვის ნეშტი ბაქოდან თბილისში ჩამოასვენა და სიონის ტაძარში დაკრძალეს. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდში ინახება ციციშვილების გენეალოგიური ნუსხა, საიდანაც ვიგებთ, რომ პავლე ციციანოვის პაპა პაპუნა და ფარსადანის პაპა ქაიხოსრო ძმები ყოფილან. 1808 წელს ფარსადან ციციშვილმა ეგზარქოს თეოფილაქტეს დავალებით დაიწყო სამსახური ქართულ ეკლესიაში. X|X საუკუნის 20-იან წლებში ის პეტერბურგშია. იქ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან იონა ხელაშვილთან და სიმონ დოდაშვილთან. იგი ერთხანს კათოლიკოს ანტონ მეორესთანაც მსახურობდა, რის გამოც მას მუდმივი პენსია დაენიშნა 500 რუბლის რაოდენობით წელიწადში. თბილისში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად ჩაება საქართველოს ეკლესიის სამსახურში და დიდ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. მისი ინიციატივით თბილისში, რიყეზე აშენდა საცხოვრებელი სახლი. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, მისი ინიციატივითა და სახსრებით შეკეთდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ვახტანგ |-ის ასულის ელენეს მიერ აშენებული და 1795 წელს აღამაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად დანგრეული და დიდხანს გაუქმებული რომ იყო. “1835 წელს ფარსადან ციციანოვმა დააკერა კედლები: საყდარი ესე დაჰყვა სახლსა შინა მისსა”. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარსადან ციციშვილის მიერ საკუთარი ხარჯებით, რიყიდან ავლაბრისაკენ, კლდიან ფერდობზე გზის გაჭრა. ამ მეტად რთული და ძნელად გასაყვანი გზის გაჭრა დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ 1845 წლის დასაწყისში დამთავრდა. სამწუხაროდ, იმავე წლის ივანობისთვეში ფარსადან ციციშვილი გარდაიცვალა. ქალაქის თვითმმართველობამ მისი სახელის უკვდავსაყოფად, მის მიერ გაჭრილ გზას “ციციანოვის აღმართი” უწოდა. ამ სახელით იცნობდა ამ აღმართს ხალხი XX საუკუნის 60-იან წლებამდე. ჯერ მტკვარზე არსებული მეტად ლამაზი “მუხრანის ხიდი” დაანგრიეს. ახალაშენებულ ხიდს ბარათაშვილის სახელი დაარქვეს. იქვე ახლოს ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი დადგეს და აღმართსაც ბარათაშვილის სახელი უწოდეს.
შეთქმულების თეორია
Tbilisi, Georgia · 5 days ago
თაღლითები 5G-სგან "დამცავ" ფლეშ-მეხსიერებებს ყიდიან, ფასი — $350
თაღლითებმა 5G-სთან დაკავშირებულ ჭორებზე (რომ ის ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს) დაყრდნობით ფლეშ-მეხსიერების გაყიდვა დაიწყეს, რომელიც მათი თქმით, ადამიანებს 5G-სგან იცავს. 5GBioShield — ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელსაც ისინი 350 დოლარად ყიდიან. რეალურად კი იგი 128MB-იანი ფლეშ-მეხსიერებაა, რომელიც მხოლოდ ექვსი დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტმა საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო და ინგლისის ქალაქ გლანსტონბერის საბჭომ მას რეკომენდაციაც კი გაუწია. ქალაქში შექმნილმა საკონსულტაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ტობი ჰოლმა განაცხადა, რომ ფლეშ-მეხსიერება 5G სიგნალს კვანტური ტექნოლოგიის გამოყენებით ბლოკავს. მისი თქმით, ეს სიგნალები სუიციდის შემთხვევებს ზრდის, ასევე ავრცელებს კორონავირუსს და მკვდარი ჩიტების ციდან ცვენაც სწორედ ამ სიგნალების დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე ჩამოთვლილ პრობლემას 5G-სთან დააკავშირებს. "ჩვენ ამ მოწყობილობას ვიყენებთ და იგი საკმაოდ გვეხმარება", — აცხადებს ჰოლი. პროდუქტის ვებგვერდზე წარმოდგენილ აღწერაში კი ვკითხულობთ: "ჰოლოგრაფული ნანოკატალიზატორის წყალობით ფლეშ-მეხისერება თქვენს სახლსა და ოჯახს დაიცავს". ლონდონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 5GBioShield-ის მწარმოებლების წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღება დაიწყეს და უშუალოდ კომპანიას დაუკავშირდნენ. "ეს ნამდვილად დაღლითობაა. ადამიანებს მსგავსი არაკეთილსინდისიერი ვაჭრობისგან დაცვა სჭირდებათ", — განაცხადა ლონდონის სავაჭრო სტანდარტების წარმომადგენელმა სტივენ ნაითმა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
პატრიარქი - როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოსკათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ გიორგობა ეროვნული დღესასწაულია. „ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, ეს დღე საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში იმიტომ, რომ მამაჩემს ერქვა გიორგი. ამ დღეს ეკლესიიდან გამოჰყავდა მათხოვრები. პირველი მაგიდა იშლებოდა მათხოვრებისათვის. ჩვენ ვსხდებოდით მათხოვრებთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. მეორე მაგიდა უკვე კულტურული ხალხისათვის. დიდი ზეიმი იყო, დიდი იმედი იყო. წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია. წმინდა გიორგიმ, როცა აწამებდნენ მას, წარმოთქვა სიტყვა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო რასათვის დამიტევებ მე“. ხმა მოესმა გიორგის „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ“, ეს მაცხოვრის სიტყვებია. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსიფიოლს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა: „ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ“, - ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო განიცდის იმას, რაც დღეს ხდება. „მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. აი, მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები, დაკეტილია მონასტრები და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ. დიდება და მადლობა უფალს, მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს. ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი. ყოველდღე უნდა ასხუროთ სახლსა და კარმიდამოს, ეს დიდ ძალას ფლობს. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი “, - ბრძანა პატრიარქმა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 4 weeks ago
სადავო მშენებლობა გონიოში
რამაზ გოგიტიძე გონიოში ცხოვრობს. იგი იმ ადამიანების ჩამონათვალშია, რომლებსაც 2008 წელს მიწა გონიოში საზეიმოდ გადასცეს, 2010 წელს კი ჩამოართვეს. ტერიტორიის დასაკანონებლად ბევრი იბრძოლა, საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მიაღწია, მიწა დაუკანონეს, მაგრამ ახლა სხვა ბრძოლა უწევს. როგორც თავად ამბობს, "ოცნებამ", რომელსაც 8 წელი ემსახურა, იმედი გაუცრუა. "მონა ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი არჩევნებზე, აქტივისტი ვიყავ" - ამბობს განაწყენებული რამაზ გოგიტიძე. ანდრია პირველწოდებულის 37-ში მცხოვრები მოქალაქის განაწყენების მიზეზი, საცხოვრებელი სახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობაა. 10 მეტრის დაშორებით 12 სართულიანი სახლი დგას. სადაო ახლა ის გახდა, რომ მერიამ ორსართულიანი პარკინგის აშენების ნებართვა რამაზ გოგიტიძის სახლსა და კორპუსს შორის დარჩენილ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე გასცა. "ნახევარი მეტრი რჩება დაშორება ჩემ სახლსა და პარკინგს შორის, ავადმყოფი შვილი მყავს, მე ვერსად წავალ. ეს დამატებითი პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი, ჩემთვის არის დამღუპველი. შეაჩერონ პარკინგის მშენებლობა, თორემ მე არ გავჩერდები, არ გავაგრძელებინებ მშენებლობას, თავს შევაკლავ " -ამბობს რამაზ გოგიტიძე. მერიასთან პირისპირ საუბრით რომ ვერაფერი გააწყო, მეზობლები და ახლობლები შეკრიბა და აქცია გამართა. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს "ევრო პალასი" აშენებს. აქ ამბობენ, რომ ნებართვის შესაბამისად მოქმედებენ. "მშენებლობა ნებართვის შესაბამისად მიმდინარეობს" - ამბობენ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებიც, რომლებიც აქციის შემდეგ ადგილზე მივიდნენ. რატომ გაიცა პარკინგის მშენებლობის ნებართვა ორსართულიან საცხოვრებელ სახლთან ასე ახლოს ? - კითხვაზე პასუხი ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან ვერ მივიღეთ.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა - პატრიარქი
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ სახლსა და კარმიდამოს ნაკურთხი წყალი ყოველდღე ასხურონ. "თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს. ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი. ყოველდღე უნდა ასხუროთ სახლსა და კარმიდამოს, ეს დიდ ძალას ფლობს. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი ", - განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.
On.ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა — ილია მეორე კ
სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა — ილია მეორე კორონავირუსზე
სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა — ილია მეორე კორონავირუსზე
სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა — ილია მეორე კორონავირუსზე
ზაზა მიქელაძე
Batumi, Georgia · 2 months ago
#წაიკითხეთარაბი ისტორიკოსის ჰასან ალი იბნ ალ-ასირის (1160 -1234 წწ.) თქმით, მაჰმადიანური ქვეყნების, საამიროებისა და სასულთნოების მმართველები ქართველებს საუკეთესო და კეთილ მტრებად მიიჩნევდნენ, რადგან ბრძოლაში გამარჯვებისა და რომელიმე ციხე-ქალაქის აღების შემდეგ, ხარკს გამოართმევდნენ ხოლმე და ისევ სამშობლოში ბრუნდებოდნენ, მეფეები ერთგულ მეციხოვნეებსა და სპასაც კი იშვიათად ტოვებდნენ დამორჩილებულ ქალაქებშიო. იბნ ალ-ასირის ეს ოდნავ ცინიკური, თუმცა ზუსტი შეფასება ნათლად ადასტურებს, რომ XII საუკუნის დამლევსა და XIII საუკუნის დასაწყისში დამარცხებული მტრის ციხე-ქალაქებისა და ტერიტორიების შემოერთება-შემომტკიცება საქართველოს მეფეების იდეაფიქსი ნამდვილად არ ყოფილა. ეს იყო ერთჯერადი აქციები: დაამარცხებდნენ მტერს, აიღებდნენ ხარკს, ერთ მუსლიმ მმართველს სხვა მუსლიმი მმართველით ცვლიდნენ (ზოგჯერ იგივეს ტოვებდნენ) და მათ მოხარკეობას ან ყმადნაფიცობას ჯერდებოდნენ. ეს ჩვენი მეზობლების დიდ გაკვირვებას იწვევდა. ვერ წარმოედგინათ, რატომ არ უნდა განადგურებულიყო სუსტი, მით უმეტეს, „ურწმუნოთა“ სამეფო. ერთი წუთით წამოვიდგინოთ: ყოველი ლაშქრობა დაკავშირებულია არა მარტო მატერიალურ ხარჯთან, არამედ დიდ მსხვერპლთანაც. და როცა ამდენი გაგიღია, ნებაყოფლობით უარი თქვა ბრძოლით მოპოვებული მიწა-წყლის შემოერთებაზე და იმ ხალხის დასჯაზე, რომელმაც სისხლი დაგაღვრევინა, რბილად რომ ვთქვათ, ბევრისთვის ძნელი ასახნელია. უცნაურია, მაგრამ მტრობაც სხვათაგან გამორჩეული გვცოდნია ქართველებს, ეს უცხო თვალმაც ადვილად შენიშნა. ჩვენი ერის ეს ბუნება ვაჟა−ფშაველამ ლექსად გამოთქვა: „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენს ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთს დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება“. დიახ, ქართველთა ყველა უცხოური ლაშქრობა იყო პასუხი მტრის აგრესიაზე. მხოლოდ დავით აღმაშენებელი შეეცადა ქართველ კაცში ამ „სენის“ ამოშანთვას და ძალ-ღონე არ დაუშურებია იმისათვის, რომ საქართველოს საზღვრები რაც შეიძლება შორს გადაეწია. და იმანაც მოინანია სიკვდილის წინ ეს: „ბოროტად გარდავჰედ საზღვართა და შევრთე სახლი სახლსა. და აგარაკი აგარაკსა, და უუძლურესთა მივჰხუეჭე ნაწილი მათი, ვითარცა მარტოი ვმკვიდრობდი ქუეყანასა ზედა“.