კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა

0
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 12 მილიონს გადააჭარბა. უკვე რამდენიმე კვირაა, ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთმა ლიდერთა სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა და რუსეთს გადაუსწრო. როგორც “Worldometers”-ის სტატისტიკით ირკვევა, მხოლოდ გასულ 24 საათში, მსოფლიოს მასშტაბით, 213 ათასზე მეტი ადამინი დაინფიცირდა, 5 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა. უახლესი მონაცემებით, დღეისათვის სულ ინფიცირების 12 172 268 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 552 166 პაციენტი. მსოფლიოში ყველაზე დიდი ზიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიადგა. ამ დროისთვის იქ ინფიცირების 3 158 932 ფაქტია გამოვლენილი და ყოველდღიურად, 55-60 ათასზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა დასტურდება. ქვეყანაში გარდაცვლილია 134 862 ადამიანი, მათგან 900-მდე მხოლოდ გასულ 24 საათში გარდაიცვალა. აშშ-ის შემდეგ ლიდერთა სიაში მეორე ადგილს კვლავ ლათინო-ამერიკული ქვეყანა ბრაზილია იკავებს. სტატისტიკის მიხედვით, ბრაზილიაში ყოველდღიურად, 40 ათასამდე ინფიცირების ახალი ფაქტი ვლინდება. იქ ვირუსი უკვე დადასტურებული აქვს 1 704 196 ადამიანს, მათგან 69 ათასამდე უკვე გარდაიცვალა. მესამე ადგილს სიაში უკვე ინდოეთი იკავებს. იქ ინფიცირების 769 150 და გარდაცვალების 21 151 შემთხვევაა გამოვლენილი. ინდოეთის შემდეგ, მეოთხე ადგილს უკვე რუსეთი იკავებს. იქ, ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე, დადასტურებულია ინფიცირების 700 792 შემთხვევა და გარდაცვლილია 10 667. დღევანდელი მონაცემებით, ლიდერთა ხუთეულში მეხუთე ადგილს პერუ იკავებს. მონაცემების მიხედვით, პერუმ გადაუსწრო დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ესპანეთს და სხვა ლიდერ ქვეყნებს, რომლების რამდენიმე თვის წინ, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, კორონავირუსის ეპიცენტრად წარმოადგენდნენ. პერუში დადასტურებულია ინფიცირების 312 911 შემთხვევა და გარდაცვლილილია 10 667 ადამიანი, ამ მონაცემებითაც პერუ რუსეთსაც კი უსწრებს. შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩიენთში ქალაქ უხანში გამოვლინდა და 213 ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიოს მასშტაბით, უკვე გამოჯანმრთელდა 7 071 488ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთაგან 4 548 614 პაციენტი კვლავ ებრძვის უხილავ მტერს, მათგან 55 ათწასზე მეტი პაციენტი კრიტიკულად მძიმე ვითარებაშია. https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/38202-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B-12-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90
news
0