კომპენსაციების მისაღებად, აგვისტომდე გაგრძელდება რეგისტრაცია იმ მოქალაქეების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს - გახარია

0
დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების რეგისტრაცია, რომლებმაც პანდემიის გამო, სამსახური დაკარგეს და შემოსავალი შეუმცირდათ, აგვისტომდე გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ჩვენ გვქონდა სოციალური დახმარებების მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა მათთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან თვითდასაქმებულები იყვენენ და ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ ან საერთოდ დაკარგეს. ასეთი ადამიანების რეგისრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა პირველ აგვისტომდე იქნება გაგრძელებული და თუ საჭირო იქნება, შემდეგაც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
news
0