0
⭕️„მთავარი არხი“ მაუწყებლობას ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან დაიწყებს
#Primetime
ნიკა გვრამიას ტელევიზია მაუწყებლობას სავარაუდოდ ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან დაიწყებს. „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია რამდენიმე პირმა დაუდასტურა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ნიკა გვარამიასა და „იბერიას“ მენეჯმენტს შორის შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა დღესაც შედგა. მანამდე „პრაიმტაიმი“ უკვე წერდა, რომ გვარამიას ტელევიზიის ერთ-ერთი ინვესტორი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი იქნებოდა. ამასთან, ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ოფისის თაობაზე გვარამიას მასთან საუბარი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი „ასტრა პარკზე“ შეაჩერა. Prime time-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დროისთვის „ასტრა პარკში“ სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. გვარამიამ კი მაუწყებლობის დაწყება უკვე სექტემბრიდან დააანონსა. შესაბამისად, როგორც ჩანს, ახალი ოფისის გარემონტებამდე არხი ეთრში ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან გავა.
0