რომელი ვიტამინია აუცილებელი მხედველობისთვის?

0
ჩვენი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვიტამინები. ვიტამინები, რომლებიც აუმჯობესებს და აძლიერებს მხედველობას:

A ვიტამინი

А ვიტამინი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, კერძოდ აუმჯობესებს ღამის მხედველობას. ის ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშენ მასალს როდოფსინის-მხედველობის პურპურისათვის, რომელიც გარდაქმნის სინათლის ენერგიას ელექტრულ იმპულსებად. Аვიტამინი ხლს უწყობს ჰემერალოპიის -"ქათმის სიბრმავის" პრევენციას. А ვიტამინის ძირითად წყაროს წარმოადგენს სტაფილო, მწვანე ბოსტნეული, პომიდორი, მანგო, გარგარი. 1 ჭიქა სტაფილოს წვენი რამოდენიმე წვეთი მცენარეული ზეთით უზრუნველყოფს А ვიტამინის დღიურ ნორმას. მცენარეული ზეთის წვეთი მნიშვნელოვანია, რადგანაც А ვიტამინი ორგანიზმში შეიწოვება მხოლოდ ცხიმთან კომბინაციაში.

B1,B2, B12 ვიტამინი

ამ ჯგუფის ვიტამინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობისთვის. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა თვალის სინათლისადმი მგრძნობელობის გასაუმჯობესებლად. ამ ვიტამინებს თქვენ შეხვდებით ხორცში, პარკოსნებში, ნიგოზში, კარტოფილში, საფუარში, კვერცხში, რძეში, ბროკოლში და შინაური ფრინველის ხორცში. დღეში 1-2 ჭიქა რძე დაგიკმაყოფილებთ მოცემული ვიტამინების მოთხოვნილებას.
###news
###health
###forhealth
###vitamins
###eyes
###healthylife
###healthyfood
###photo
Tbilisi
0