ალტრუიზმი გულისხმობს უანგარო მზრუნველობას სხვების მიმართ, მოქმედებებს, რომლებიც უბრალოდ დახმარების სურვილიდან გამომდინარეობს და არა ვალდებულებებიდან ან რელიგიური შეხედულებებიდან.
📍 ფსიქოლოგები ალტრუიზმის გამოვლენის მიზეზების რამდენიმე განმარტებას გვთავაზობენ.
📌ბიოლოგიური მიზეზები:
ნათესაური შერჩევა - ჩვენ შეიძლება მეტად ალტრუისტულები ვიყოთ ნათესავების მიმართ, ვინაიდან ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ სისხლით ნათესაობა მომავალ თაობებს ჩვენს გენებს შეუნარჩუნებს და გადასცემს.
📌ნევროლოგიური მიზეზები:
ალტრუიზმი ტვინში დაჯილდოების ცენტრს ააქტიურებს. ნევროლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ალტრუისტული ქმედებების დროს ტვინის სიამოვნების ცენტრები აქტიურდებიან.
📌კოგნიტური მიზეზები:
მიუხედავად იმისა, რომ ალტრუიზმი უანგარო ქცევებს გულისხმობს, შეიძლება შეუმჩნეველი კოგნიტური სტიმულები არსებობდეს. მაგალითად, შესაძლოა სხვებს საკუთარი მწუხარების შესამსუბუქებლად ვეხმარებოდეთ ან მათ მიმართ კეთილგანწყობა განგვიმტკიცებს იმ აზრს, რომ ჩვენ კეთილი, ემპათიური ადამიანები ვართ.